„მგონია გაზაფხულისთვის საბოლოოდ დამთავრდება ეს პანდემია და იქნება კიდევ ერთი ბუმი ტურიზმის,“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„მე მაინც ოპტიმისტურად ვუყურებ და მგონია გაზაფხულისთვის გადაივლის, საბოლოოდ დამთავრდება ეს პანდემია. ველოდები, რომ შემდეგი 5 წელი იქნება ბუმი ტურიზმის მიმართულებით. მონატრებულია უკვე ხალხი მოგზაურობას, ერთმანეთთან ურთიერთობას. თუ არ გადაგვაყოლებენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო პოლიტიკოსები საკუთარ ამბიციებს, მგონი კიდევ იქნება ერთი ბუმი ტურიზმის. მაგისთვის ვემზადებით და სწორედ ამ მოლოდინით გავხსენი სასტუმრო „ჰილტონი“ ოქტომბრის ბოლოს. ასევე მომავალი წლის ბოლოს ვაპირებთ გავხსნათ ბუტიკური ტიპის სასტუმრო „მუზა“ თბილისში,“-აღნიშნა პაპაშვილმა.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"