ლაშა პაპაშვილი: რუსები აქ ნაყიდ უძრავ ქონებას ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ

ლაშა პაპაშვილი: რუსები აქ ნაყიდ უძრავ ქონებას ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ

access_time2022-03-18 15:05:18

ბიზნესმენი, კომპანია „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გააქტიურებულ შემოდინებაში რისკებს ვერ ხედავს.


როგორც პაპაშვილი „ბიზნესპარტნიოთან“ აღნიშნავს, ორივე ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფაა, ეს კი დიდი სტრესია.


„უკრაინაში სისხლისღვრაა, რუსეთში კი ბევრია მთავრობით უკმაყოფილოა. ჩვენ ვართ სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი მეზობელი, შესაბამისად, მოქალაქეეებს ამ შემოსვლაში ვერ შევზღუდავთ. გარდა ამისა, მათი შემოსვლა ჩვენთვის ფინანსურად დიდი წარმატებაა,“ - აცხადებს პაპაშვილი.


ბიზნესმენი რისკებს ვერ ხედავს ვერც რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ოფისების გადმოტანასა და უძრავი ქონების შესყიდვაში.



„ზურგზე ვერ მოიკიდებენ და ვერ წაიღებენ. ნახევარი ნიუ-იორკი ჩინელების და იაპონელების ნაყიდია და მანდ რაიმე მიზეზით ვინმემ შეზღუდა უძრავი ქონების შესყიდვა? ასეთი რამე დაუშვებელია. ეს არის ემოცია, ომის ფონზე ეიფორიაა, თუმცა, პოლიტიკოსების და ბიზნესმენების ხედვა უფრო მშვიდი და ბრძნული უნდა იყოს. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გავიარეთ, არ გვაკლია არც სამოქალაქო და არც სამამულო ომი, ამდენად, ახლა ჩვენ მშვიდობის და ნეიტრალიტეტის მხარეს უნდა ვიყოთ, “ - აცხადებს პაპაშვილი.


მისი განმარტებით, თუ რუსეთის მოქალაქეეები ოფისებს საქართველოში გადმოიტანენ, ეს ფული ეკონომიკაში აკუმულირდება. როგორც პაპაშვილი აღნიშნავს, აქ შეიძლება იყოს დიდ თანხაზე საუბარი.


„საბედნიეროდ, ჯერჯერობით ეს კატეგორია არ არიან ლტოლვილები, ესენი არიან ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები ან მდიდარი ხალხი. საუბარი მაქვს იმათზე, ვინც სანქციების ქვეშ არ ხვდება, ამას აკონტორლებენ ბანკებიც და ჩვენც. დანარჩენი მოქალაქეები, ვინც ჯანსაღი ნაწილია და ჯანსაღი ფული აქვთ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან მათ შემოსვლაზე შეზღუდვა არაკანონზომიერი და არასწორი იქნება,“ - აცხადებს პაპაშვილი.


შეგახსენეთ, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად საქართველოში რუსი მოქალაქეები აქტიურად შემოდიან და უძრავ ქონებას ყიდულობენ, გადმოაქვთ ოფისები. რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ითხოვს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით გამოცხადდეს მორატორიუმი.Manifest.ge-ზე პეტიციას ხელს ამ დროისთვის 2306 მოქალაქე აწერს.


შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში 2022 წელს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა.


business-partner.ge



თეგები:
პაპაშვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up