ლაშა პაპაშვილი საბანკო სექტორში ბრუნდება. როგორც ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ციფრული ბანკისთვის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადო ოთხი თვის წინ შეიტანა და პასუხის მოლოდინშია. მისივე თქმით, ბანკს უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ქმნის. მისი თქმით, სახელი Hash ბანკი იქნება.
შეგეხსებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის Paysera-ს საბანკო ლიცენზია 2022 წლის 17 ნოემბერს გასცა. ბანკის გენერალური დირექტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილია.