ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ზეთისხილის ბაღებიდან პირველ მოსავალს 2025 წელს ელოდება.
მისი ინფორმაციით, კახეთში, ყვარლის რაიონში ზეთისხილის ბაღები 13 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული და მათი ნაწილი მსხმოიარეცაა. ბიზნესმენის განცხადებით, ნერგი მოსავალს 5 წელში იძლევა, ახლა კი მხოლოდ 3 წელია გასული.
ამ მიმართულებით ბიზნესმენი 300 000-400 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.