ლაშა ხუციშვილი: არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ლაშა ხუციშვილი: არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

access_time2022-11-07 15:00:00

არსებული გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს.


„როგორც იცით, ჩვენ ამჯერად ვიმყოფებით 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და საშუალოვადინი ფისკალური ჩარჩოს შემუშავების პროცესში. შესაბამისად, პროგრამის მიმდინარე მიმოხილვის ფარგლებში, მაკრო-ფისკალური პარამეტრების თაობაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის ხედვების გაზიარება და პოზიციების შეჯერება. აღსანიშნავია, რომ ფისკალური პარამეტრების კუთხით, ვალის დონე მშპ-სთან მიმართებით უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელ ნიშნულს (40%-ის დაბლა), ხოლო ფისკალური დეფიციტი უბრუნდება ფისკალური წესებით განსაზღვრულ ლიმიტს (2023 წელს 2.8%). ფისკალური პარამეტრების სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელ გაზრდილ რისკებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა პოსტ-პანდემიურ პერიოდში მდგრადი აღდგენით ხასიათდება. ასევე, დადებითი ტენდენციებით დაიწყო 2022 წელი. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ტურიზმის ძალიან სწრაფი აღდგენა და ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა ექსპორტის მიმართულებით. უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, მოხდა გარკვეული ცვლილებები და სატრანზიტო დერეფნების გადმონაცვლება სამხრეთისკენ, რაც, ბუნებრივია, დადებითად ისახება საქართველოს ეკონომიკაზე.


„აღსანიშნავია, რომ ომის შედეგად გამოწვეული კრიზისის უარყოფით გავლენებს გარკვეულწილად აბალანსებს პოსტ-პანდემიური პერიოდის ძალიან სწრაფი აღდგენა, რამაც დაგეგმილზე სწრაფად გაზარდა ჩვენი ეკონომიკა და საშუალება მოგვცა, რომ მიმდინარე წელს გვქონდეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2022 წელს ველით ეკონომიკურ ზრდას 10%-ის ფარგლებში და პანდემიით გამოწვეული დანაკლისის სრულ აღდგენას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკები კვლავ მაღალია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ინფლაცია, მიუხედავად იმისა, რომ შეინიშნება გარკვეული დაღმავალი ტენდენციები.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up