ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

access_time2022-04-22 11:40:00

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ვიცე-პრეზიდენტს, ალისია ფილიპს მანდავილს შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა მინისტრმა MCC ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია უწევს საქართველოს სხვადასხვა სექტორის რეფორმირების პროცესში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ჩართულობა განათლების რეფორმის მიმართულებით, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ MCC-ის 140 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე კომპაქტი, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია საქართველოს განათლების სექტორში.

ქართულმა მხარემ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ახლახან, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის, ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის 400 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.


ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ქვეყანაში დონორების მხარდაჭერით გადაიდგა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, ასევე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მიესალმა MCC-სა და საქართველოს შორის, ახალი პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის დღის წესრიგის მხარდაჭერისკენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up