ლაშა ხუციშვილი: ჩვენ შეთანხმებულები ვართ იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

ლაშა ხუციშვილი: ჩვენ შეთანხმებულები ვართ იმ პრინციპებზე, რა პრინციპებზეც უნდა იქნას დაფუძნებული ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა

access_time2022-10-31 15:00:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში მთავრობა ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით განახლებულ სქემას წარმოადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, დამატებით ენერგოსიმძლავრის შექმნაზე გამოცხადდება ღია აუქციონი.



„ენერგეტიკა ყოველთვის იყო ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, თუმცა ამ სიტუაციაში, რის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამ მიმართულებით, ჩვენ ენერგეტიკის სექტორში განახლებული მხარდაჭერის სქემას წარმოვადგენთ, კონკრეტულად, ელექტროენერგიის გამომუშავების მიმართულებით. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დავასრულეთ მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომლის მისიაც ამჟამად საქართველოში იმყოფება. ჩვენ იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდით, რა პრინციპებზეც ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა უნდა იქნას დაფუძნებული. ეს არის საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის განსხვავების მოდელი, რომელიც გულისხმობს გარკვეული კონტრაქტის ღირებულებასა და საბაზრო ფასს შორის გარანტიის მიცემას სახელმწიფოს მხრიდან იმ კომპანიებზე, რომლებიც საქართველოში ახალი ელექტროგენერაციის მშენებლობას უზრუნველყოფენ. ეს შეეხება როგორც ჰიდრორესურსებს, ასევე, სხვა განახლებად რესურსებს, როგორიც არის მზისა და ქარის ენერგია. მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება მიღწეულია მთლიან მოცულობაზე, ეს მოცულობა ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, დაახლოებით, 1500 მეგავატი მომდევნო სამი წლის განმავლობაში. გაწერილია, ასევე, გრაფიკიც, როგორ უნდა მოხდეს ამ მოცულობის გამოტანა ბაზარზე და ბუნებრივია, ეს მოხდება გამჭვირვალედ, ღია აუქციონის წესის მიხედვით, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს, თუ ინვესტორს, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს აუქციონში და თავისი კონკურენტული წინადადება წარმოადგინოს. ამ მიმართულებით ჩვენ უახლოეს დღეებში მოვამზადებთ შესაბამის ბრძანებას. შემდეგ, დისკუსია გადაინაცვლებს კერძო სექტორთან, ინვესტორებთან, იმისთვის, რომ ახალი მოდელი უკეთ გაიცნონ და შემდეგ, მონაწილეობა მიიღონ აუქციონებში, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში დაიწყოს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up