ლაშა ხუციშვილი - ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას

ლაშა ხუციშვილი - ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას

access_time2021-04-05 12:40:00

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პანდემიის პირობებში გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებში კონტროლის პროცედურებს გაეცნო. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრმა შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან და სამსახურის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დაათვალიერა თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები (,,თბილისი“, ,,თბილისი 2“, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“) სადაც ხორციელდება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ტვირთების გაფორმების პროცედურები.


ასევე, მოინახულა საჰაერო გზით შემოსული ტვირთების მომსახურების ავია-სატვირთო ტერმინალი - „ლასარე“.


ფინანსთა მინისტრი გაეცნო კინოლოგ-ოფიცრების მუშაობას, რომლებიც სამსახურებრივ ძაღლებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების უსაფრთხოებას იცავენ.



ლაშა ხუციშვილი იმყოფებოდა „სადახლოსა“ და „წითელი ხიდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, სადაც მებაჟე ოფიცრებისგან მოისმინა ინფორმაცია პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, როგორ მიმდინარეობს საბაჟო კონტროლის პროცედურები, რათა დაუბრკოლებლად განხორციელდეს საერთაშორისო გადაზიდვები.


ფინანსთა მინისტრმა თითოეულ მებაჟე ოფიცერს მადლობა გადაუხადა პანდემიის პირობებში გაწეული სამსახურისთვის.


„ჩვენი მებაჟე ოფიცრები, გაფორმების ეკონომიკური ზონების თანამშრომლები, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, თავიდანვე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე აღმოჩნდნენ. მათ განსაკუთრებული როლი ჰქონდათ, გამომდინარე იქიდან, რომ 24 საათის განმავლობაში, ისინი ემსახურებოდნენ როგორც ჩვენს მოქალაქეებსა და ტურისტებს, ისე ბიზნეს ოპერატორებს. პირველივე დღეებიდანვე, განხორციელდა ყველა საჭირო ღონისძიება, რამაც უზრუნველყო საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების, მგზავრების შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამ ურთულესი სამუშაოს ღირსეულად შესრულებისთვის. ამ დროისთვისაც, ჩვენი საბაჟო ინფრასტრუქტურა პანდემიის გამო დაწესებული გარკვეული შეზღუდვების პირობებშიც განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას. დღეს, ყველაზე მთავარია, პანდემიის გამო დაწესებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვა და ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა, რაც საშუალებას მოგვცემს საჰაეროსთან ერთად, გაიხსნას სახმელეთო საზღვარი, საბაჟო-გამშვებმა პუნქტებმა კვლავ შეუფერხებლად განაგრძონ მგზავრებისა და ტვირთების მომსახურება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება ეკონომიკის აღდგენის დაჩქარებისთვის“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up