ლაშა ხუციშვილი: მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას

ლაშა ხუციშვილი: მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას

access_time2022-11-17 13:06:18

მიუხედავად რეგიონში მკვეთრად გაზრდილი რისკებისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს სწრაფ აღდგენას, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ სამ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა, გასული წლის 10.5 პროცენტიანი ზრდის შემდეგ.



„2022 წელს არსებული პროგნოზით, რეალური ეკონომიკური ზრდა 8.5 პროცენტია, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე გადააჭარბებს 6,500 აშშ დოლარს, თუმცა აღნიშნულ მაჩვენებელს ჩვენ მომდევნო კვირაში ზრდის მიმართულებით გადავხედავთ. პანდემიის დროინდელი შენელების შემდეგ, აღდგენა დაიწყო ინვესტიციების მოცულობამაც, რაც საშუალო და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 26,6 პროცენტი შეადგინა, რაც აღემატება 2019 წლის საშუალო მაჩვენებელს, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, მნიშვნელოვნად უმჯობესდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და უბრუნდება პანდემიამდე არსებულ დონეს. მინისტრის თქმით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 7 პროცენტზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება.


„მთავარ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რაც ბოლო წლებში ჯერ პანდემიის, ხოლო შემდეგ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებული მოვლენების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბოლო თვეებში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და ველოდებით, რომ საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, 2023 წლის მეორე ნახევარში უფრო დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვანი რისკები შეუქმნა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთისა და ბელორუსისთვის დაწესებულმა სანქციებმა. თუმცა, როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ამის მიუხედავად, ტურიზმისა და ექსპორტის აღდგენის მაღალმა ტემპებმა, გადაწონა აღნიშნული რისკები და საგარეო სექტორმა იმაზე მნიშვნელოვნად მაღალი კონტრიბუცია შეიტანა ეკონომიკურ აღდგენაში, ვიდრე 6-პროცენტიანი ზრდის სცენარში იყო ნავარაუდევი.


„ტურიზმი ეკონომიკური აღდგენის უმთავრესი კონტრიბუტორია. წლის დასაწყისში ჩვენ ველოდით ტურიზმის 70 პროცენტიან აღდგენას, თუმცა ჩვენ 9 თვეში უკვე, პრაქტიკულად, 100-პროცენტიანი აღდგენა გვაქვს ნომინალურ გამოსახულებაში. რაც შეეხება ვიზიტორების სტატისტიკას, აღდგენის მაჩვენებელი რაოდენობაში, საშუალოდ, 60 პროცენტამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმს კვლავ რჩება პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შემდგომი წლების ეკონომიკურ ზრდაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.


როგორც გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის პირველ 9 თვეში ექსპორტი 37.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 34.3 პროცენტით გაიზარდა.


„საერთო ჯამში, ექსპორტის საკმაოდ დივერსიფიცირებული ზრდა ფიქსირდება, თუმცა, უმნიშვნელო კლებაა ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებში, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყლები და ეს კლება რუსეთის სანქცირებითაა გამოწვეული. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლის პირველ ნახევარში 923 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 8.8 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედით აჭარბებს 2018-2019 წლების საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


მისი თქმით, მზარდი ჯამური ინვესტიციების ფონზე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალ დონეზე შენარჩუნება მნიშვნელოვანია საშუალოვადიანი პერიოდისთვის.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up