ლაშა ხუციშვილი: მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით

ლაშა ხუციშვილი: მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით

access_time2022-03-28 17:00:00

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საფინანსო სექტორი სრულად არის შესაბამისობაში იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დაწესებულია რუსეთთან მიმართებით და დღეს არსებულ ოპერაციებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


მისი თქმით, აღნიშნული რეგულაციების აღსრულება მკაცრად კონტროლდება და ეროვნული ბანკი ამ კუთხით დაკვირვებით ახორციელებს თავის საქმიანობას.


„რისკი იმისა, რომ ჩვენი საფინანსო სექტორის გამოყენებით ხდებოდეს რაიმე ტიპის გვერდის ავლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თქვენ იცით, რომ საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკი ფუნქციონირებს ლონდონის ბირჟაზე, რაც თავის შინაარსით ნიშნავს იმას, რომ ისინი იცავენ არამხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას, არამედ ისინი ფუნქციონირებენ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის დაცვით. შესაბამისად, ყველა ის შეზღუდვა და სანქცია, რომელიც დაწესებულია დიდ ბრიტანეთში, ამ ბანკებისთვისაც სავალდებულოდაა შესასრულებელი. გამომდინარე აქედან, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საფინანსო სექტორი ფუნქციონირებს ყველა იმ საერთაშორისო რეგულაციის დადგენილებით, რომელიც მიღებულია, როგორც საქართველოში, ასევე ევროკავშირში, აშშ-ში და ბუნებრივია, დიდ ბრიტანეთში. ამ მიმართულებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. დღეს არსებულ ოპერაციებთან მიმართებით არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს და მომავალშიც ფუნქციონირებასთან დაკავშირებით ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს. კიდევ ერთხელ, ძალიან მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი სრულ შესაბამისობაშია, იმ საერთაშორისო რეგულაციებთან, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ხვალ იქნება მოქმედი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up