ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასებით 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება

ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასებით 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება

access_time2022-11-17 13:40:00

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბიუჯეტის გამჭვირვალობასთან ერთად, მნიშვნელოვანია, თუ რამდენად სრულყოფილად ხდება საბიუჯეტო ოპერაციების აღრიცხვა, მათი ანგარიშგება და ზედამხედველობა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


მისი თქმით, ამ კუთხით, მნიშვნელოვანია მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების, ე.წ. PEFA-ს შეფასება.


„2018 წლის შეფასებით, ინდიკატორების მხოლოდ ნახევარში გვქონდა უმაღლესი შეფასება, თუმცა მსგავსი შედეგი ამავე მეთოდოლოგიით შეფასებულ არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰქონდა. 2022 წელს განხორციელებული შეფასებით, 31-დან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება და მხოლოდ 3 ინდიკატორში გვაქვს შედარებით დაბალი მაჩვენებელი. ამ შეფასების ვალიდირებული ვერსია წლის ბოლომდე გახდება საჯარო, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ვალიდირებული შედეგები, რაზე დაყრდნობითაც, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო შეფასების მიხედვით გაუმჯობესებულია:
საბიუჯეტო დოკუმენტაციის ყოვლისმომცველობა;
სახელმწიფო ინვესტიციების მართვა;
ვალის მართვა;
შესყიდვები;
შიდა და გარე აუდიტი;
აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმება/განხილვა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



ცნობისთვის, PEFA – ეს არის საჯარო ფინანსების მართვის შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო ფინანსების მართვის შესრულების საფუძვლიან, თანმიმდევრულ და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზს დროის კონკრეტულ მონაკვეთში და ფასდება:


ბიუჯეტის სანდოობა;


საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა;

აქტივებისა და ვალდებულებების მართვა;

პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგია და ბიუჯეტირება;

ბიუჯეტის აღსრულების პროგნოზირება და კონტროლი;

აღრიცხვა და ანგარიშგება;

გარე ანალიზი და აუდიტი;


ფინანსთა მინისტრის თქმით, საბიუჯეტო პროცესის აღრიცხვიანობის სრულყოფისა და გამჭვირვალობის ზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი ცვლილებებია წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტთან ერთად, კერძოდ, საბიუჯეტო კოდექსის ცვლილებებით:


ერთიანი ბიუჯეტის პარამეტრებში აისახება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების ფისკალური ოპერაციები;
ბიუჯეტთან ერთად სავალდებულო ხდება საგადასახადო დანახარჯებზე ინფორმაციის წარმოდგენა;
სავალდებულო ხდება მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეფასება და შედეგების პარლამენტისთვის წარდგენა ბიუჯეტთან ერთად.


„გარდა ამისა, წლის ბოლომდე, დამტკიცდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ახალი 2023-2026 წლების სტრატეგიას, სადაც წლების მიხედვით გაიწერება ყველა ის რეფორმა, რომელთა განხორციელება კიდევ უფრო გააუმჯობესებს ისედაც საკმაოდ კარგ შედეგებს. ამ მიმართულებით სასიხარულოა, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ჩვენი რეფორმები, როგორც საჯარო ფინანსების, ასევე, ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up