ლაშა ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში შევძელით კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება

ლაშა ხუციშვილი: პანდემიის პერიოდში შევძელით კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება

access_time2022-11-17 15:10:00

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვისას, შენარჩუნებულია კონსერვატიული მიდგომა, მისი თქმით, 2023 წელს პროგნოზირებულია 5-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში 5,2 პროცენტიანი. 


„2022 წელს, ჩვენ პრაქტიკულად უკვე ვუბრუნდებით პანდემიამდელ ნიშნულს, ანუ რეალური შემოსავლების იმ დონეს, რომელიც ეკონომიკას ექნებოდა პანდემიის არარსებობის შემთხვევაში. პროგნოზირების პროცესში ჩვენ გაანალიზებული გვაქვს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: რეგიონული რისკები, გლობალური სავაჭრო ბრუნვის შემცირება, ინფლაციის გამო მსოფლიო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შესაბამისად, შესაძლო რეცესია და სხვა. თუმცა, ამავდროულად, დამატებითი რესურსი გვაქვს ტურიზმისა და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიუჯეტის დაგეგმვისას, ვინარჩუნებთ კონსერვატიულ მიდგომას, როგორც ეს გვქონდა მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


მისი ინფორმაციით, 2023 წელს დეფიციტი დაგეგმილია 2,8 პროცენტის დონეზე, ხოლო შემდეგ 2,3-2,2 პროცენტის დონეზე, რაც უზრუნველყოფს ვალის დაღმავალ დინამიკას.



„საშუალოვადიანი პროგნოზით, ვალი გააგრძელებს კლებას და შენარჩუნდება უსაფრთხო დონის ქვემოთ. ჩვენ გავაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას მაღალეფექტური კაპიტალური ინვესტიციებით. 2022 წელს, აღდგა მთავრობის დანაზოგების დონე მთლიანი შიდა პროდუქტის 4,2 პროცენტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ კაპიტალური ხარჯების ნახევარზე მეტს საკუთარი სახსრებიდან ვაფინანსებთ, ხოლო დეფიციტი ხმარდება დანარჩენი კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას. დადებითი ფისკალური დანაზოგები ფისკალური მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენ ვრჩებით ერთგული პრინციპისა, რომ არ ვისესხოთ მიმდინარე ხარჯებისთვის და ჩვენი სახსრებით დავაფინანსოთ სახელმწიფო ინვესტიციების უდიდესი ნაწილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.


ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up