ლაშა ხუციშვილი – „საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის გენერირების პოტენციალი“

ლაშა ხუციშვილი – „საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის გენერირების პოტენციალი“

access_time2022-05-11 23:30:00

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც წელს მაროკოში იმართება.


დღეს ფინანსთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა EBRD-ის მმართველთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების მნიშვნელობას.


წელს ევრობანკის შეხვედრის თემაა: „გამოწვევებზე რეაგირება უაღრესად ცვალებად სამყაროში“ - ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პაკეტზე, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლტოლვილთა მხარდაჭერა და სხვა.


„უკრაინაში ომით გამოწვეულ გამოწვევებზე რეაგირების კონტექსტში, მინდა გამოვყო რამდენიმე სფერო, სადაც EBRD-მა უნდა გააძლიეროს მხარდაჭერა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, პრიორიტეტი გახდა მთელ მსოფლიოში. საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის გენერირების პოტენციალი. ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ასევე, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პოტენციური პროექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ ქსელთან დაკავშირებაში, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკური ფუნდამენტის გასაძლიერებლად და შოკების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ძლიერი პოზიციით გამოვალთ კრიზისიდან“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს და ბანკის დელეგაციას. დაგეგმილია შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკთან.


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.


ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up