ლაშა ხუციშვილი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ - არასწორია

ლაშა ხუციშვილი: საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ - არასწორია

access_time2022-11-07 20:00:00

საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა და მაღალი ეკონომიკური აქტივობის გადათარგმნა მიგრანტების კონტექსტში, რბილად რომ ვთქვათ - არასწორია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მინისტრის თქმით, ეკონომიკურ ზრდაზე ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ახდენს გავლენას.


„ბევრი სხვა ფაქტორია, რაც განაპირობებს მაღალ, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში და ეს არანაირ კავშირში არ არის მიგრაციასთან. ეს ფაქტორებია: ტურიზმის აღდგენა, თქვენ იცით, რომ გასულ წელს გვქონდა 35%-იანი აღდგენა, წელს ფაქტობრივად სახეზეა 100%-იანი აღდგენა, დაგეგმილზე სწრაფად გაიზარდა ექსპორტი. დღეს გვაქვს 37%-იანი ზრდა. გარდა ამისა, მზარდია საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებაც. ყველა ეს ფაქტორი განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც დღეს სახეზე გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.



როგორც მან აღნიშნა, ფისკალური პარამეტრების სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში, მოსალოდნელ გაზრდილ რისკებთან გასამკლავებლად.


„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით არსებულ გაუმჯობესებაზე, სწორედ ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ შემდგომ წლებში არსებული რისკები, გარკვეულწილად, იქნას დაზღვეული. სწორედ ეს არის პასუხი სახელმწიფოსგან, რომ 9,3%-დან ფისკალური დეფიციტი მცირდება 2,8%-მდე. ვალის დონე, რომელიც აღემატებოდა 60%-ს, წელს უკვე ჩამოსცდა 40%-ს. რეზერვების მიმართულებით გვაქვს ფაქტობრივად, ისტორიული მაქსიმუმი, ასევე, ისტორიული მაქსიმუმს ველოდებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების კუთხითაც. ყველაფერი ეს, არის პასუხი იმაზე, თუ რა იქნება შემდგომ პერიოდში სახელმწიფოს პასუხი იმ რისკებზე, რაც შესაძლებელია იყოს. ბუნებრივია, გაურკვევლობა კვლავ ძალიან მაღალია ყველა ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოში. შესაბამისად, ამ რისკებს სახელმწიფო ხვდება მომზადებული, მაქსიმალური ბუფერების შექმნით ყველა მიმართულებით, როგორც ფისკალური, ასევე, მონეტარული კუთხით. სახელმწიფომ ყველა ის დამატებითი რესურსი, რომელიც მიიღო ქვეყანამ, ამა თუ იმ მიმართულებით, გამოიყენა სწორედ ბუფერების შესაქმნელად, იმისთვის, რომ ქვეყანა მომდევნო პერიოდში დაზღვეული იყოს შესაძლო რისკებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიდი ალბათობით, შესაძლოა, ეს რისკები არც მატერიალიზდეს იმ მასშტაბით, რაც არის პროგნოზირებული, თუმცა, ქვეყანა მზად უნდა იყოს და სწორედ ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად კონსერვატიული 5%-იანი პროგნოზით ვგეგმავთ მომდევნო წლის ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up