ლაშქრობის მოყვარულებისთვის USAID Georgia-ის ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროგრამით მხარდაჭერილი პროექტის „ტრანსკავკასიური ბილიკი - საზღვართაშორისი ტურიზმის განვითარება" ფარგლებში არაგვის კულტურული გზამკვლევი შეიქმნა.
გზამკვლევი, ლაშქრობის მოყვარულებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს აღმოაჩინოს არაგვის ხეობის უნიკალური და გასაოცარი ბუნება, გაეცნოს ფშავის, ხევსურეთისა და გუდამაყრის ბიომრავალფეროვნებას, კულტურას, კულინარიას, ადგილობრივ ტრადიციებსა და სახალხო დღესასწაულებს, ასევე მიიღოს ინფორმაცია ახალი ტურისტული მარშრუტების შესახებ.
მოლაშქრეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ბილიკები ჯერ არ არის მონიშნული და მარკირებული. ეს ისტორიული ბილიკები რუკაზე დამატებულია OpenStreetMap-ში არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსკავკასიური ბილიკი საქართველოს“ მიერ ნავიგაციის ხელშეწყობის მიზნით, მაგრამ ბილიკის პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბილიკებით მოსარგებლეები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ უსაფრთხოებაზე და ყველა გადაწყვეტილებაზე ბილიკის მარშრუტებთან, პირობებთან, ამინდთან და უსაფრთხოებასთან მიმართებაში. აქვე, People in Need-ი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ბილიკების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.