ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, თუ მასზე რუს სპორტსმენებს დაუშვებენ - ბოიკოტს ბალტიისპირეთის სხა ქვეყნები და პოლონეთიც შეუერთდებიან

ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიადაში, თუ მასზე რუს სპორტსმენებს დაუშვებენ - ბოიკოტს ბალტიისპირეთის სხა ქვეყნები და პოლონეთიც შეუერთდებიან

access_time2023-01-31 23:45:51

ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ეწინააღმდეგებიან ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნებისმიერი სახით, თუნდაც ნეიტრალური დროშის ქვეშ მონაწილეობას. ამის შესახებ სამშაბათს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა გასულ კვირას განაცხადა, რომ იკვლევს რუსი სპორტსმენების პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლო გზებს და ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად ნეიტრალური სპორტსმენების სტატუსით მონაწილეობა განიხილება.



ამ განცხადებას დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვა კიევში, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაადანაშაულა, როგორც ომის წამახალისებელი.

 


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა ტვიტერში დაწერა:




„გადაწყვეტილება, რომ რუს და ბელორუს სპორტსმენებს მომავალ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება მისცენ, ამორალური და არასწორია“. მან მსოფლიოს რუსეთის იზოლაციისკენ მოუწოდა მანამდე, ვიდრე ეს ქვეყანა უკრაინაში შეჭრას განაგრძობს.

 


„როგორც ყველა ტირანია, ის იყენებს სპორტს პოლიტიკური მიზნებისთვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი არ უნდა გახდეს რუსული პროპაგანდისტული მცდელობების თანამონაწილე,“ - განაცხადა რინკევიჩსმა რიგაში ბალტიისპირეთისა და პოლონეთის კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.



უკრაინა პარიზის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტით დაემუქრა, თუ რუსებს მონაწილეობის უფლებას მისცემენ. ბოიკოტის მოწოდებას შეუერთდა ლატვიის ოლიმპიური კომიტეტი.

 


ლატვია არ მიიღებს მონაწილეობას თამაშებში აგრესორ ქვეყანასთან ერთად, - განუცხადა კომიტეტის პრეზიდენტმა ზორზ ტიკმერსმა ლატვიურ LTV1-ს.



პოლონეთის სპორტის მინისტრმა კამილ ბორტნიჩუკმა გასულ კვირას თქვა, რომ მას ვერ წარმოუდგენია სცენარი, რომელშიც რუსი და ბელორუსი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას ოლიმპიადაში და თქვა, რომ ის არ გამორიცხავს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის ულტიმატუმის დაყენებას.

 


ბორტნიჩუკმა ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი ორგანიზებას უკეთებს ქვეყნების ეფექტიან კოალიციას, რათა დაბლოკოს მომავალ ოლიმპიადაზე რუსი და ბელარუსი ათლეტების მონაწილეობა.

 


რაც შეეხება რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს, მისი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსი სპორტსმენები, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულ პირობებს არ უნდა დაექვემდებარონ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up