ლავრენტი ბერიას კოჯრის აგარაკის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება

ლავრენტი ბერიას კოჯრის აგარაკის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება

access_time2021-11-03 13:00:52

კოჯორში მდებარე, ლავრენტი ბერიას ცნობილი აგარაკის ბედი უახლოეს მომავალში გადაწყდება. ახლა ინვესტორი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც შენობა-ნაგებობების მდგრადობის ხარისხი უნდა დაადგინოს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი  თუ როგორ განავითარებენ რეზიდენციას, რომელიც ზუსტად 120 წლის წინ აშენდა. ობიექტის გასხვისებიდან 6 თვის შემდეგ „იბეროტელის“დირექტორი ივანე ბარბაქაძე ჯერჯერობით ვერ ამბობს, მოხდება თუ არა არქიტექტურულად გამორჩეულ შენობა ნაგებობებისთვის ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნება.

 


„ახლა შენობა-ნაგებობების მდგრადობის ხარისხის დადგენის პროცესში ვართ.  პროექტებს არ ვათანხმებთ, ჯერ არ ვიცით რა მიმართულებით ვიმუშავებთ. მოხდება არსებული შენობის გამაგრება თუ ახალ შენობას ავაშენებთ. სამომავლო ფუნქცია და მიმართულება დამოკიდებულია ნაგებობის მდგრადობის ხარისხზე, რომელიც ჩვენთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რადგან ძალიან მძიმე სიტუაცია დაგვხვდა. შენობის ნაწილი დამწვარია, იატაკი აყრილია, მდგომარეობა იმაზე ცუდია, ვიდრე გვეგონა. მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ისტორიული რეზიდენცია შევინარჩუნოთ, გვინდა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული საზოგადოებრივი ინტერესი, მაგრამ არ ვიცით ექსპერტიზა რა დასკვნას დაგვიდებს. ჩვენ ყველა ვალდებულება შესრულებული გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ობიექტის სრულუფლებიანი მფლობელები ვართ, მაგრამ რა მიმართულებით გაგრძელდება განვითარება, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება“, - განაცხადა „კომერსანტთან“ ივანე ბარბაქაძემ.

 



შეგახსენებთ, რომ კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში სახელმწიფომ 22 560 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები კოჯორში 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 15 აპრილს 2 504 000 ლარად შპს „იბეროტელმა“ იყიდა. 1 კვ.მ მიწის ფასი 110 ლარი გამოდის. აუქციონში მონაწილეობას 3 კომპანია იღებდა, ბიჯების რაოდენობა 434 იყო. კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულებები არ აქვს, თუმცა აუქციონის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე. შესაბამისად, ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს.

 


შენობის საინტერესო ჩუქურთმები და ვიტრაჟული ფანჯრები ყველა გამვლელის ყურადღებას იქცევს. მას ბევრი მითი და ისტორია უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციით, აგარაკი რუსეთის ბოლო მეფისნაცვლის მოღვაწეობის პერიოდშია აშენებული. ამ შენობაში 1921–24 წლებში რეპრესირებულთა დაობლებული ბავშვების თავშესაფარი იყო. გასაბჭოების შემდეგ კი კოჯორში ყველა შენობა საქალაქო სამმართველოს გადაეცა. მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეული ლურჯი შენობა, იმ დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს აგარაკი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტერიტორიაზე ბავშვთა ბანაკი მოეწყო, მოგვიანებით კი ტერიტორია მიატოვეს და წლების განმავლობაში სახელმწიფო ბალანსზე ირიცხებოდა. შენობას ეს ეტყობა კიდეც - ჩალეწილია ფანჯრები, აყრილია იატაკი, კედლები დამწვარია, სახურავი კი ჩამოშლილია. განადგურებული შენობა ნელ-ნელა პირვანდელ იერსახისაც კარგავს. როგორ განავითარებს ახალი ინვესტორი განადგურებულ ისტორიულ შენობებს, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.



ბაჩო ადამია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up