Le Figaro: კარანტინმა ოჯახების სიმტკიცე შეარყია

Le Figaro: კარანტინმა ოჯახების სიმტკიცე შეარყია

access_time2021-08-01 20:00:37

შეარყია თუ არა კარანტინმა ოჯახების სიმტკიცე? გააჩინა თუ არა კომენდანტის საათმა და თვეების მანძილზე იძულებითმა იზოლაციამ ოჯახებში ისეთი ბზარები, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია განქორწინებების ეპიდემია? ამ კითხვებზე პასუხების გაცემა  საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფრანგულმა ინსტიტუტმა სცადა.

 

კვლევის შედეგების თანახმად, წყვილების უმრავლესობა ოჯახის ისმტკიცეს ინარჩუნებს, მაგრამ კრიზისმა წყვილების დიდი ნაწილი გამოცდის წინაშე მაინც დააყენა  – საფრანგეთში გამოკითხულთა 27% კარანტინის დროს თავის პარტნიორთან გაშორებაზე რეგულარულად ფიქრობდა.

 

ასეთი აზრები ქალთა 25%–ს, ხოლო მამაკაცთა 28%–ს აწუხებდა.

 

თუმცა, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო საგანგაშოა ახალგაზრდებს შორის – 30 წლამდე ასაკში ურთიერთობების გაწყვეტის სურვილი 50%–ს გაუჩნდა, მაშინ, როდესაც 60 წელზე უფროსებში მხოლოდ 14%–ს.

 

ასევე უარესდება ეს მაჩვენებელი ფინანსური მდგომარეობის მიხედვითაც – მათ შორის, ვისი შემოსავალიც თვეში 900 ევრომდეა, გაშორების სურვილი მამაკაცთა 46% დს ქალთა 35%–ს გაუჩნდა. გაცილებით დაბალია ეს მონაცემები მათ შორის, ვისი შემოსავალიც 2500 ევროდან იწყება – 21% და 23% შესაბამისად.


 

პარტნიორის შეცლის სურვილი ასევე მეტად შეიმჩნევა დიდ მეგაპოლისებში, სადაც მოსახლეობა პროვინციასთან შედარებით ბევრად უფრო მჭიდროდ ცხოვრობს.

 

კვლევის თანახმად, ურთიერთობების გაუარესების 3 ძირითადი ფაქტორია: იზოლირება, სამსახურთან დაკავშირებული სტრესები და სექსუალური ცხოვრების ერთფეროვნება. ეს ფაქტორები დაასახელეს როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმაც, თუმცა, პრიორიტეტები მაინც განსხვავებულია – იზოლირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების დეფიციტი პირველ რიგში ქალთა 70%–ს და მამაკაცთა 54% აწუხებს.

 

კარანტინი დასრულდა, კომენდანტის საათი გაუქმდა, ნორმალურთან მიახლოვებული ცხოვრება აღდგა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაჩენილი ბზარი არსად გამქრალა – კრიზისი შემდეგ წყვილთა 12%–მა განაცხადა, რომ ძველი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს, 4%–მა კი გაშორება მტკიცედ გადაწყვიტა.

 

კვლევის ავტორის ფრანსუა კრაუსის თქმით, ეს მაჩვენებლები გაცილებით ფრო მაღალი იქნებოდა, რომ არა გაშორებასთან დაკავშირებული შიშები  – მათ შორის ისეთ პრაქტიკულ საკითხებში, როგორებიცაა საცხოვრებელი ადგილი, სკოლა შვილებისთვის და ფინანსური მდგომარეობა, რომელიც, როგორც წესი, მეუღლეების და პარტნიორების გაშორების შემდეგ უარესდება.

 

„ვერ ვიტყვით, რომ გაშორებების ბუმი გველის, თუმცა, სავარაუდოდ, წყვილების გაყრის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – თვლის კრაუსი.

 

lefigaro.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up