Le Figaro: მოლდოვას ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ

Le Figaro: მოლდოვას ხელისუფლებაში პროდასავლური ძალები მოვიდნენ

access_time2021-07-13 20:00:48

წინასწარი შედეგების თანახმად, მოლდოვის პროევროპული პრეზიდენტის მაია სანდუს ირგვლივ გაერთიანებული ძალები კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებენ.

 

„ვიმედოვნებ, რომ დღეს მოლდოვაში ქურდული მმართველობა საბოლოდ დასრულდება“, - განაცხადა სანდუმ.

 

ამ დროისთვის არჩევნებში 47%–ს მაია სანდუს პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ იღებს, მაშინ, როდესაც პრორუსული ბლოკი „კომუნისტები და სოციალისტები“, რომელსაც კრემლთან დაახლოებული ექს-პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს - 31%-ს დასჯერდა.

 

ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში მაია სანდუმ დოდონი საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა, თუმცა, მას საპარლამენტო უმრავლესობა არ ჰქონდა. ეს კი კორუფციასთან ბრძოლაში და ევროკავშირთან მეტ ინტეგრირებაში ხელს უშლიდა.

 

როგორც ჩანს, სადღეისოდ ეს პრობლემა მოიხსნა და პრეზიდენტს თავისი პროგრამის რეალიზების შესაძლებლობა გაუჩნდება.

 


„მე ხმა მივეცი ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დამყარებას და იმათ წინაამღდეგ, ვინც მოლდოვას წლების მანძილზე ძარცვავდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მოლდოვის 2,6 მლნ მოქალაქე ისტორიულად 2 ნაწილადაა გაყოფილი - რუსეთის და ევროპის მომხრეებად. თუმცა, ყველა ერთიანია იმაში, რომ ქვეყანა კორუფციულმა სკანდალებმა დაღალა - ყველაზე ხმაურიანი 2015 წელს იყო, როდესაც 3 ბანკიდან თითქის $1 მლრდ უკვალოდ გაქრა.

 

წლების შემდეგ ქვეყანას ბოლოს და ბოლოს კორუფციონერების და ქურდების თავიდან მოშორების იმედი გაუჩნდა.

 

მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტი მაია სანდუ მოლდოვაში ერთად-ერთ იმ პოლიტიკოსად ითვლება, რომელიც ხელისუფლებაში ისე მოვიდა, რომ პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია შეინარჩუნა. დღეს მას ამომრჩეველთა უმრავლესობა ცვლილებების სიმბოლოდ აღიქვამს.

 

თუმცა, მას წინ ბევრი პრობლება მოელის. საპარლამენტო უმრავლესობის ფლობითაც კი მას სახელმწიფოს სრული გარდაქმნის გრანდიოზული გეგმების რეალიზება ძალიან გაუჭირდება.

 

„წინაამღდეგობა ძალიან სერიოზული იქნება -  დღეს მოლდოვაში მოქმედი პოლიტიკური, ეკონომიკური და მმართველობითი სისტემა თავიდან ბოლომდე შესაცვლელია, ეს კი ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესებს შეეხება. სანდუს რეფორმების რეალიზების პროცესში მოკავშირეები აუცილებლად დასჭირდება“, - მიიჩნევს ანალიტიკოსი ვიქტორ ჩობანუ.

 

ყველა შემთხვევაში არჩევნების შედეგები მოლდოვაში რუსულ გავლენას შეამცირებს, რადგანაც საპარლამენტო უმრავლესობა ცალსახად პროევროპული იქნება. მაია სანდუმ რუსეთის გაღიზიანება უკვე მოასწრო - მან განაცხადა, რომ პრორუსულ სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალების ეუთოს დამკვირვებლებით ჩანაცვლების მომხრეა.


lefigaro.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up