კორონავირუსის წინაამღდეგ ვაქცინაციის მთავარი პრობლემაა შესაძლო გართულებები, რომლებიც დღეს არ ჩანს, მაგრამ შესაძლოა ხვალ-ზეგ გამოჩნდეს. საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ კოვიდ-ვაქცინები აღიქმება როგორც სიახლე, რომლის პერსპექტივების შეფასება დღეს შეუძლებელია.
სპეციალისტები ამ შიშებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ - ბორდოს საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის მატიე მოლომარის თქმით, მედიცინის ისტორიაში არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ ვაქცინას ჰქონოდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც 2-3 თვეში არ გამოჩნდა.
პირველ რიგში გავიხსენოთ, რომ ძირითადად ვაქცინების უარყოფითი ეფექტები მოკლევადიანი და მსუბუქია – ტემპერატურის მატება, დაღლილობა, მსუბუქი ტკივილი ან დისკომფორტი ნანემსარ ადგილზე. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია უფრო სერიოზული სიმპტომები, მაგალითად, ანოფილაქსური შოკი“, - განაცხადა მან.
კიდევ უფრო იშვიათია უფრო მძიმე გართულებები - მაგალითად, გრიპ H1N1-ის ვაქცინა მოზარდებში ზოგჯერ ნარკოლეფსიას იწვევდა, თუმცა, ეს შემთხვევები აცრიდან 2-3 კვირაში გამოვლინდა.
კორონავირუსის ვაქცინას რაც შეეხება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ რაიმე უარყოფითი ეფექტი აუცილებლად გამოვლინდებოდა - აცრილი ადამიანების რაოდენობის გათვალისწინებით. მაგალითად, AstraZeneca-სთან დაკავშირებული თრომბოზების შემთხვევები ვაქცინაციის შემდეგ 1,5 თვეში დაფიქსირდა, თუმცა, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა - 4-6 შემთხვევა 1 მლნ აცრილზე.
კოვიდის გარდა მსოფლიოში ბევრი სხვა ვაქცინაც არსებობს და მათაც ზოგჯერ გვერდითი ეფექტები აქვთ - მაგალითად, წითელას საწინაამღდეგო პრეპარატი, რომლებიც 30 000 აცრილს შორის 1-ზე დროებით თრომბოციტოფენიას იწვევს. საუბარია მსუბუქ და დროებით გართულებაზე, რომელიც პერიოდული სისხლდენით ხასიათდება. როგორც წესი, ვაქცინაციას და პირველ სიმპტომებს შორის საშუალოდ 2 თვეა.
დღეს არსებული ვაქცინები ათწლეულების წინ შეიქმნა და მათ არც ერთი მნიშვნელოვანი დაავადება არ გამოუწვევიათ, მით უმეტეს ისეთების, რომლებიც წლების შემდეგ ვლინდება. გვერდითი ეფექტები პირველი კვირების მანძილზე ჩნდება, გამონაკლისის შემთხვევაში - 1-2 თვეში. არ არსებობს არავითარი კლინიკური დაავადებები, რომლებიც ვაქცინაციის შედეგად წლების შემდეგ ჩნდება.
„ბოლო წლებში სხვა ვაქცინებზეც ძალიან ბევრი მითქმა-მოთქვა იყო - საუბრობდნენ, რომ ჰეპატიტის ვაქცინა გაფანტულ სკლეროზს იწვევს, წითელას ვაქცინა აუტიზმს, და ა.შ. ყველა ამ ვარაუდზე დასაბუთებული მეცნიერული პასუხი გაიცა. მონაცემები პირდაპირ გვიჩვენებს, რომ ვაქცინები გრძელვადიან რისკს არ წარმოადგენენ“, - ამბობს სენ-ეტიენის საუნივერსიტეტო კლინიკის იმუნოლოგი სტეფან პოლი.
აქედან მომდინარეობს დასკვნა - შესაძლოა დაგვიანებული ეფექტები მართლაც არსებობს, თუმცა, ისინი ისეთი უმნიშვნელოა, რამ მათი აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია.
რაც შეეხება ვაქცინების ახალ სახეობას - რნმ-პრეპარატებს, უნდა ითქვას, რომ ეს ტექნოლოგია ისეთი ახალი არაა, როგორც ბევრს წარმოუდგენია და მეცნიერები მასზე ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მუშაობდნენ. კლინიკური ცდები ამ ტიპის პრეპარატებთან უკვე რამდენიმეჯერ ჩატარდა, შედეგი იგივეა - არავითარი უკუეფექტები, მით უმეტეს გრძელვადიანი, არ დადასტურდა.
რნმ-ვაქცინა ადამიანის ორგანიზმთან შეხებაში არ შედის და შეყვანიდან რამდენიმე საათში იშლება. კლინიკური ცდების გარდა, მასობრივი ვაქცინაციის გამოცდილებაც არსებობს - 2020 წლის დეკემბრიდან კოვიდის წინაამღდეგ 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი აიცრა, მათ შორის დიდი უმრავლესობა სწორედ რნმ-ვაქცინებით. ამ 6 თვის მანძილზე არავითარი გრძელვადიანი და დროში გაწელილი გართულებები არ დაფიქსირებულა.
ამ დროისთვის არავითარი საფრთხე არ არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, მედიცინაში ნულოვანი რისკი არ არსებობს.
lefigaro.fr