Le Figaro: სომხეთში „ფოლადის რევოლუცია“ მოხდა

Le Figaro: სომხეთში „ფოლადის რევოლუცია“ მოხდა

access_time2021-06-22 20:00:56

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ასეთ შთამბეჭდავ გამარჯვებას ალბათ თავადაც არ ელოდა - მისმა პარტიამ 20 ივნისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დამაჯერებლად მოიგო და ამომრჩეველთა ხმების 53,9% მიიღო.

 

ყოფილი ჟურნალისტი, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წლის მშვიდობიანი რევოლუციით მოვიდა, ამჯერად არა „ხავერდოვან“, არამედ ფოლადის რევოლუციაზე საუბრობს.

 

„მანდატი, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ნიშნავს კანონის და სამართლის დიქტატურას და ჩვენ ხალხის ნება უნდა აღვასრულოთ“  - განაცხადა ფაშინიანიმა კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ,

 

მისი მთავარი ოპონენტი და მტერი რობერტ კოჩარიანი მნიშვნელოვნად ჩამორჩება - მან ხმათა მხოლოდ 21,04% მიიღო.

 

1998-2008 წლებში სომხეთის პრეზიდენტმა და ვლადიმირ პუტინის პირადმა მეგობარმა კოჩარიანმა „არჩევნების შედეგების მიზანმიმართული გაყალბება“ დაგმო და დარღვევების საფუძვლიანი შესწავლა მოითხოვა.

 

„მანამ, სანამ ყველა ეჭვები არ გაიფანტება, ჩვენი ბლოკი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს“, - განაცხადა მან.

 

ვადამდელ არჩევნებში, რომელიც სომხეთში აზერბაიჯანთან ომში მარცხის შემდეგ დაინიშნა, მონაწილეობა ამომრჩეველთა 49%-მა მიიღო. ახალი გამარჯვება არჩევნებში ფაშინიანს და მის პარტიას ახალ ლეგიტიმურობას ანიჭებს.


 

ეს იყო არჩევანი ცუდს და უარესს შორის - ამან კი შედეგები ბევრად უფრო არაპროგნოზირებადი გახადა.

 

„ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მე ვენდობი“, - ამბობს 36 წლის ერევნელი ლუსინე, რომელმაც ხმა ფაშინიანს მისცა.

 

მისი თქმით, ეს არჩევანი არა იმდენად ფაშინიანის სასარგებლოდ, არამედ კოჩარიანის საწინაამღდეგო იყო.

 

„ძველი ხელისუფლების დაბრუნება ადამიანებს იმდენად აშინებთ, რომ მათ ხმა ფაშინიანს მისცეს, რომელსაც არაკომპეტენტურ მაგრამ პატიოსან ადამიანად მიიჩნევენ“, - ამბობს ლას-ვეგასის უნივერსიტეტის პროფესორი ნერსეს კარაპეტიანი.

 

ნიკოლ ფაშინიამნა საპარლამენტო არჩევნები 2018 წელს მოიგო - მაშინ მან ხმათა 70% დააგროვა, თუმცა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის სიპმატიები მან უკვე დაკარგა.

 

„ის თავის ხალხს ომის დროს ატყუებდა, გამარჯვებას გვპირდებოდა, შემდეგ კი ერთ ღამეში ხელი კაპიტულაციას მოაწერა“, - მიიჩნევს 36 წლის არსენ ხანამირიანი, რომელმაც თავის დროზე მხარი „ხავედროვან რევოლუციას“ დაუჭირა, დღეს კი ხმა რობერტ კოჩარიანს მისცა.

 

ის რობერტ კოჩარიანს კეთილშობილების სიმბოლოდ არ მიიჩნევს, თუმცა, უპირატესობას „რაციონალურ მიდგომას“ ანიჭებს.

 

„რა თქმა უნდა, მაწუხებს, რომ კოჩარიანის მოსვლით ჩვენ შესაძლოა დიქტატურაში აღმოვჩნდეთ, მაგრამ ანარქია უფრო მეტად მაშინებს“, - თვლის ის.

 

სომხური საზოგადოება, რომელიც სამხედრო მარცხს მძიმედ განიცდის და ამავე დროს მწვავე ეკონომიკური კრიზისის მდგომარეობაშია, ასეთი პოლარიზებული არასდროს ყოფილა.

 

წყარო: lemonde.fr

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up