Le Figaro: უფროსი ასაკის ქალები იპყრობენ მწვერვალებს პოლიტიკასა და ბიზნესში

Le Figaro: უფროსი ასაკის ქალები იპყრობენ მწვერვალებს პოლიტიკასა და ბიზნესში

access_time2020-02-02 15:00:46

 

დღესდღეობით მსოფლიოში ბერვ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პოსტს იკავებს 60-70 წლის ქალები.

 

თითქოს სილამაზის დიქტატის და  გაახალგაზრდავების საყოველთაო სურვილის საპასუხოდ, ისინი იღებენ რევანშს, იძიებენ შურს ჩაგვრის ასწლეულების გამო.  ნაოჭები არ უშლიან მათ ყველაზე შესამჩნევ ადგილებში გამოჩენაში. ეს არის ევოლუცია და რევოლუცია.

 

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის ბრძოლის შუაგულში დგას ქალი, ნენსი პელოსი, დემოკრატი კალიფორნიიდან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა შტატებში. ის 78 წლისაა.

 

ევროპის ცენტრალური ბანკის საჭესთან საერთაშორისო სავალუტო ფონდის 8-წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, დგას ქალი, 64 წლის კრისტინ ლაგარდი. ხოლო მსფ-ში ის შეცვალა ბულგარელმა კრისტალინა გეორგიევამ - ის 64 წლისაა.

 

რაც შეეხება ურსულა ფონ დერ ლიანენს, რომელმაც ახლახანს დაიკავა ევროკომისიის თავჯდომარის პოსტი, ის 61 წლისაა.

 

შევედით თუ არა ჩვენ „ნორმალურობის“ ახალ ფაზაში, როდესაც შესაძლებელია იყო აქტიური, და ამავე დროს ასაკოვანი ქალი?

 

სოციოლოგის სერჟ გერენის აზრით, არსებობს მოძრაობა ქალების მეტი აქტიურობისთვის პოლიტიკაში, ძალაუფლებაში, ეკონომიკაში და ბიზნესში, და ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა მაშინაც კი, როდესაც ამაში იგრძნობა პოლიტკორექტულობის ეფექტი.

 

„ქალებისთვის მაღალი პოსტების დაკავება ნიშნავს ცხოვრებისეულ კონკურენციაში თავიანთი ადგილის პოვნის შესაძლებლობას, და ამ შემთხვევაში ასაკი არ არის ათვლის წერტილი - მათ არავის სთხოვს მამაკაცების ინტერესის მიპყრობა, მათთვის მთავარია გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი სამსახურეობრივი მოვალეობების კარგად შესრულება“ - მიიჩნევს ის.

 

წიგნის „ქალები და უმცირესობები - დომინირება და წინაამღდეგობა“-ს ავტორი ოდ ლორიო თვლის, რომ მოდის ეპოქა, როდესაც პროტესტი არსებობს თავად პროტესტისთვის.


 

„ძველი სამყარო ინგრევა. ახალგაზრდა ქალებმა, მოძრაობით #MeToo აიძულეს სამყარო მოესმინა მათი ხმა. ქალი-პოლიტიკოსი გახდა გაცილებით უფრო გავრცელებული მოვლენა, ვიდრე ეს იყო ადრე. თუმცა, ასაკოვანი ქალი-პოლიტიკოსი დგას ორი ტიპის დისკრიმინაციის გზაჯვარედინზე  ანტი-ქალურის და ანტი-ასაკობრივის. პოლიტიკოსობა პირველ რიგში ნიშნავს , ხოლო ჩვენს საზოგადოებაში ასაკოვანი ქალი არ ითვლება მიმზიდველად“ - ამბობს ლორიო.

 

პოლიტიკოს-ქალებს უწევთ ყოფნა ორ წინაამღდეგობას შორის - ქცევის ერთი მოდელია კაცური თვისებების დემონსტრირება, ან პირიქით, ქალურობის წარმოჩენა.

 

ამას ადასტურებს ბევრი მაგალითი - პოლიტიკაში რთულია, იყო ქალი, და არ გერიდებოდეს ამის. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ცდილობს წაშალოს სექსუალურობის ყველა ნიშანი, და იცმევს ხაზგასმით ნეიტრალური ტანსაცმელს, რის გამოც თანამოქალაქეების უწოდებენ მას „დედას“.

 

ბრიტანეთში კი კონსერვატიული პრესა დასცინოდა ტერეზა მეის იმის გამო, რომ ის, 60 წლის ასაკში ბედავდა მოკლე კაბების  ჩაცმას.

 

ოდ ლორიოს აზრით, მაღალი სოციალური სტატუსის ქალი ხშირად კარგავს ქალურ თვისებებს, და ხდება ხაზგასმით არასექსუალური, და არარეპროდუქტიული.

 

„ყველას სურს გამოიყურებოდეს თავის ასაკზე ახალგაზრდულად, ეს დამახასიათებელი კაცებისთვისაც, და ქალებისთვისაც. თუმცა, მამაკაცი არასდროს არ კარგავს თავის სექსუალურობას ასაკის გამო, და როდესაც ის ბერდება მას არ უყურებენ ისევე საცოდავად, როგორც ასაკში შესულ ქალებს“ - მიიჩნევს ოდ ლორიო.

 

უფროსი ასაკის წარმატებული ქალები გახდნენ ახალი სავაჭრო სიმბოლოები რეკლამისთვის, ასევე Instagram-ში არის ძალიან ბევრი აქაუნტი,რომელიც ადიდებს 50 წელზე უფროს ქალებს მათი არაჩვეულებრივი სტილის გამო.

 

სერჟ გერენი აღტაცებულია სტილის მუდმივი ძიების ტენდენციით.

 

„დღეს 55  ან 65 წელზე უფროსი ქალები ვერ გრძნობენ ასაკს - ისინი შეეფერებიან თანამედროვეობას, აქტიურად ცხოვრობენ, და გამოხატავენ საკუთარ თავს. არ დაგვავიწყდეს,  რომ ჩვენ მივაღწიეთ სიცოცხლის გახანგძლივებას საშუალოდ 15 წლით, და დღეს 60 წელი არაფერს არ ნიშნავს  - წარმატება ჯერ კიდევ წინაა, და ეს ასაკი არ იწვევს ცხოვრებაზე და სიამოვნებაზე უარის თქმას. მე ხშირად შემხვედრია ქალები, რომლებიც ასაკთან ერთად გრძნობენ თავის უფრო თავისუფლად, მათ შორის სექსუალურობაში“ - ამბობს სოციოლოგი.

 

ასაკოვაბი ქალების რა წილი გრძნობს თავს ისე თავისუფლად, რომ მაგალითად, არ შეიღებოს თმები?

 

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, 50 წელზე უფრო მამაკაცების მხოლოდ 2% იღებავს თმებს, მაშინ როდესაც ქალებში - 63%. და ეს იმ დროს, როდესაც მიღწეულია გარკვეული პროგრესი ჭაღარა თმების აღქმაში. ძნელია არ გაიხსენი კრისტინ ლაგარდის არჩევანი, რომელმაც შეინარჩუნა ბუნებრივი ჭაღარა - ეს იშვიათი მაგალითია დღევანდელ მსოფლიოში.

 

რატომ იღებავენ თმებს ქალები გარკვეული ასაკის დადგომის შემდეგ?

 

იზაბელ დე კურტივრონი, წიგნის „ზაფხული, როდესაც მე დავბერდი“ ავტორი მიიჩნევს, რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივი და გასაგებია.

 

„თმები - სექსუალურია. ქალები მოკლე თმებით ხდებიან ნაკლებად მიმზიდველები, ხოლო გრძელ თმას ძალიან არ უხდება ჭაღარა. ამიტომაც არ უნდა გავკიცხოთ ქალები, რომლებიც ცდილობენ შეეწინაამღგეგონ ბუნებას თმების შეღებვის გზით“ - თვლის იზაბელი.

 


თეგები:
ქალები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up