Le Monde: ფინეთი დისტანციურად მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს

Le Monde: ფინეთი დისტანციურად მუშაობას პანდემიის შემდეგაც გააგრძელებს

access_time2021-03-09 20:00:50

ბევრი ფინელი, როგორც რიგითი თანამშრომელი, ასევე ხელმძღვანელი დისტანციური მუშაობის გამოცდილებით ძალიან კმაყოფილია და ქვეყანა ამ პრაქტიკას პანდემიის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს.

 

როგორც მინიმუმ 1 მლნ. ფინელი, ანუ, დასაქმებულთა 50%, 2020 წლის მარტში დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში და ამავე დროს 5,5-მლინ -იანი ქვეყნის კორონავირუსთან წარმატებული გამკლავების მთავარი საიდუმლო.

 

ფინეთში დაინფიცირების და სიკვდილიანობის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში, თანაც ქვეყნის ეკონომიკური ვარდნა მხოლოდ 3,2%-ს შეადგენს.

 

უძრავი ქონების მართვის კომპანიის ფინანსური დირექტორი იოჰანა ხოლმსტრემი გასული წლის შედეგებს აჯამებს:

 

„ცოტათი მენატრებიან ჩემი კოლეგები. ზოგჯერ ვცდილობთ ერთმანეთს შევხვდეთ, თუმცა აქ ფინეთში, ადამიანები ნაკლებად კონტაქტურები არიან“ - ამბობს ის.

 

თუმცა, რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს ის ძალიან კმაყოფილია.

 

„დისტანციის  პირობებში ეფექტურობა არათუ შემცირდა საოფისე მუშაობასთან შედარებით, არამედ გაიზარდა. აქ ხელს არავინ მიშლის და მეტი თვითორგანიზება ჩემი შეხედულებებისამებრ შემიძლია. ზოგჯერ კრებებს პარკში გასეირნების დროს ვატარებ“ - ამბობს ის.

 

იოხანა ერთადერთი არ არის, ვისაც დისტანციური მუშაობა მოეწონა. ჰელსინკის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ 1164 თანამშრომელთა შორის 85% დისტანციურად შრომით ძალიან კმაყოფილი იყო.


 

„ადამიანები გრძნობენ, რომ მათი შრომა უფრო ეფექტური და პროდუქტიული გახდა, ამავე დროს ბალანსი მუშაობას და პირად ცხოვრებას შორის გაუმჯობესდა“ - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პროფესორი კირიმარია ბლომკვისტი.

 

ბოლო ათწლეულების მანძილზე სამუშაო ძალის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

 

„საოფისე თანამშრომლების რაოდენობა გაიზარდა, ხოლო წარმოებაში ჩართული მუშახელი შემცირდა. შესაბამისად, იმ დარგების რაოდენობა, სადაც შესაძლებელია დისტანციურად მუშაობა, გაცილებით მეტია, ვიდრე 15- 20 წლის წინ. თანაც ეს სრული ინტერნეტიზაციის პირობებში“ - ამბობს დასაქმების დარგში ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტი ტარია კრეგერი.

 

ამას ასევე ემატება საზოგადოებაში ურთიერთნდობის მაღალი ხარისხი, რაც დისტანციური შრომისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

 

სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის მენეჯერი ხელი ტოლორნენი ამბობს, რომ უფროსობა მას არ აკონტროლებს.

 

„მათ არ აინტერესებთ, ვარ მე ოფისში, თუ სახლიდან ვმუშაობ, მათთვის მთავარია საბოლოო შედეგი“ - განაცხადა მან.

 

კომპანია Fortum Energy Group-ის ვიცე-პრეზიდენტის ანუ ლეხტოს თქმით, პანდემიამ ტოპ-მენეჯერებს ახალი უნარ-ჩვევები შესძინა.

 

„პანდემიამ კომუნიკაციების და აზრის ზუსტად ჩამოყალიბების მნიშვნელობა გაზარდა - გუნდების ხელმძღვანელობა ოფისში და დისტანციაზე ერთი და იგივე არაა. ახალ პირობებში მნიშვნელოვანია მკვეთრი და კონკრეტული ამოცანების დაყენებაა. ჩვენ ეს კარგად მოვახერხეთ და პანდემიის დასრულების შემდეგ შევეცდებით დისტანციაზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავტოვოთ“  - ამბობს ის.

 

თუმცა, კიდევ ერთი გამოწვევაც არის. დისტანცირება კარგია ინდივიდუალური შრომისთვის, მაგრამ არა ინოვაციური და შემოქმედებითი საქმიანობის დროს.

 

„შემოქმედება კოლექტიური შრომის პროდუქტია და მას ჩაკეტილობა არ უყვარს. ამ თემაზე ბიზნესი უკვე მუშაობს და საბოლოოდ, პანდემიის დასრულების შემდეგ, იქნება არა მექანიკური დაბრუნება უკან, არამედ ჰიბრიდულ ფორმაზე გადასვლა, როდესაც დისტანციური მუშაობა საოფისესთან შეთავსდება“, - თვლის პროფესორი ბლუმკვისტი.

 

 

წყარო:lemonde.fr





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up