ჩვენ დავბრუნდებით სტადიონებზე, კაფეების ტერასებზე, კინოში, მუსიკალურ ფესტივალებზე, ერთმანეთთან ახლოს ვიდგებით, მუზეუმებში პირბადეების გარეშე ვივლით. ჩვენ კოლექტიური ღრეობა, ფიესტა დილამდე, ეკონომიკური ბუმი და ტექნოლოგიური აღმავლობა გველის.
იქნება თუ არა პანდემიის შემდეგ, როგორც გვეუბნებიან, „ირაციონალური კეთილდღეობა?
დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკები კორონავირუსის გამო დღესაც ღრმა კრიზისს განიცდიან, თუმცა, გვირაბის ბოლოში სინათლე უკვე ჩანს. ბრიტანული The Economist აზრით, დღეს კაცობრიობა ეკონომიკური ზრდის და შემოქმედებითი განახლების ახალი ეტაპის დასაწყისის ზღვარზეა. თანაც ეს ყველაფერი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე. ვირუსის ეპოქაში ცხოვრებამ ციფრული ტექნოლოგიები არნახულ სიმაღლეზე აიყვანა. ერთი წლის მანძილზე ვაქცინის შექმნამ კი ინოვაციების სიცოცხლისუნარიანობა დაადასტურა. განვითარებულ ქვეყნებში მეცნიერულ კვლევებზე საბიუჯეტო დანახარჯები მკვეთრად იზრდება.
არის იმედი, რომ ინოვაციების ახალი ტალღა დაცემულ ეკონომიკას ახალ დინამიზმს შესძენს და 2021 წელს მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ნობელის პრემიის ლაურეატი, ეკონომისტი პოლკრუგმანი აშშ-ს ახალ პრეზიდენტს რამდენიმე რჩევას აძლევს, საგარეო ვალზე არ იდარდოს, ინლაფიაზე არ იფიქროს, რესპუბლიკურ პარტიასთან კომპრომისის მოძიებას ნუ შეეცდება.
კორონავირუსმა მკაცრი საბიუჯეტო ეკონომიის პოლიტიკა დაასამარა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საპროცენტო განაკვეთები კვლავ დაბალი დარჩება და ქვეყნების საგარეო ვალის აღებას დამატებით საბიუჯეტო ტვირთის გარეშე შეძლებენ. ეკონომიკურ პოლიტიკას დღეს პოზიტიური მოლოდინი ქმნის.
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტის ლორენს ბუნის აზრით, საზოგადოება საბიუჯეტო ეკონომიის რეჟიმს ან გადასახადების ზრდას შეეწინაამღდეგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობების კრიზისამდელი საბიუჯეტო დეფიციტის და სახელმწიფო ვალის დონის დაბრუნებას შეეცდებიან.
კორონავირუსის კიდევ ერთი გაკვეთილია - ადამიანის ურთიერთობები ბუნებასთან.
აქამდე განვითარებულ ქვეყნებს ათწლეულების მანძილზე ბუნებაში მცხოვრები სხვა ცოცხალი არსებებისგან განსაკუთრებული საფრთხე არ უგრძნია, ბოლოს დასავლეთში ფართომასშტაბიანი პანდემია 1915 წელს იყო. შემდეგი ეპიდემიები - შიდსი, მფრინველის გრიპი, ებოლა და ა.შ., ან ვირტუალური და ფართომასებისთვის აბსტრაქტული თემა იყო, ან სადღაც შორის, ღარიბ ქვეყნებში ხდებოდა.
2020 წელს ვირუსი ჩვენს სახლებში შემოვიდა, ჩვენი ახლობლები და ნათესავები მოკლა, სამუშაოს და შემოსავლის გარეშე ჩვენ დაგვტოვა.
კორონა კრისიზის მთავარი გაკვეთილია - არ შეიძლება სხვისი ტერიტორიების ბოროტად გამოყენებას რისკის გარეშე.
„პანდემიის შემდეგ“ ხანა ალბათ სულ მალე მოვა, თუმცა, ადამიანს ბუნებასთან უფრო მჭიდრო და ფრთხილი ურთიერთობების დამყარება მოუწევს.
თენგიზ აბლოთია
წყარო: lemonde.fr