„ლეგალურად  ჩვენ  დე ფაქტო ვართ  სანქციებში,  ამიტომ რომც მოვინდომოთ  ჩვენ ვერ გადავუხვევთ და ამ  სისტემის  წინააღმდეგ ვერ  წავალთ“ -   ნიკოლოზ ყაველაშვილი

„ლეგალურად ჩვენ დე ფაქტო ვართ სანქციებში, ამიტომ რომც მოვინდომოთ ჩვენ ვერ გადავუხვევთ და ამ სისტემის წინააღმდეგ ვერ წავალთ“ - ნიკოლოზ ყაველაშვილი

access_time2022-06-14 20:56:28


“საქართველოს ფინანსური სისტემა და კონკრეტულად საბანკო სისტემა ინტეგრირებულია  მსოფლიოს  ფინანსურ  და  დასავლურ  ფინანსურ სისტემაში, ამიტომ  ლეგალურად  ჩვენ  დე ფაქტო ვართ  სანქციებში,  ამიტომ ჩვენ ვერ გადავუხვევთ და ამ  სისტემის  წინააღმდეგ, რომც მოვინდომოთ ვერ  წავალთ.“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნესინსაიდერი“ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილმა  წევრმა და პროფესორმა ნიკოლოზ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით საქართველოს ბანკები ძალიან დიდი ლუპის ქვეშ არიან და ყოველგვარ რეგულაციებს ექვემდებარებიან. შესაბამისად ყაველაშვილის თქმით, ლეგალურად ძალიან ძნელია , რომ სანქციების ნაწილი არ იყო.

 

 

“არსებობს ჩრდილოვანი ბიზნესი და ჩრდილოვანი ეკონომიკა და აქ  უკვე საერთოდ  რამის  შეფასება  ძალიან  ძნელია და ამას  დიდი კვლევა  უნდა, ლაპარაკი შეიძლება ბევრი,  ალბათ  ჩრდილოვანი ეკონომიკა  არსებობს და გარკვეული გავლენა  აქვს,  მაგრამ რამდენად დიდი გავლენა აქვს და აქ სანქციები როგორ იმუშავებს,  ამაზე  საუბარი  რეალურად ძალიან რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ  არსებობს, მაგრამ  რა  წილია ეკონომიკის,  რა  გავლენა  აქვს, სანქციების  შემოვლაზე როგორ  შეიძლება გამოიყენო ეს უკვე ძალიან რთული თემაა“. - აღნიშნა  ნიკოლოზ ყაველაშვილმა.


 

ყაველაშვილმა საქართველოში რუსეთიდან  ფულის  შემოსვლაზეც  ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან ლეგალურად ფული შემოდის გადმორიცხვებით და ასევე არარეგისტრირებული ფულიც  შემოდის  რუსეთიდან, მისივე  თქმით არის  რაღაც  თანხები, რომელსაც  უბრალოდ  ვერ  შეამოწმებ, მაგალითად ვიღაცას  ჯიბეში უდევს  თანხა და  დახარჯავს და ა.შ.

 

„მეორე ფაქტორია ვაჭრობა, რუსეთი მსხვილი სავაჭრო  პარტნიორია,  არა  ერთადერთი, მაგრამ  საკმაო  გავლენა ააქვს, იგივე  გავლენა აქვს  უკრაინასაც. სხვათა შორის  რუბლი გამყარდა, გამყარდა იმიტომ რომ  შემცირდა ვაჭრობა,  აღარ  შედის  არაფერი,  ძალიან ბევრი  საქონელი  დასანქცირებულია, შესაბამისად  შემცირდა  დოლარზე მოთხოვნა“. -  აღნიშნა ნიკოლოზ ყაველაშვილმა.


თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up