71 წლის ასაკში იაპონელი კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკალური პროდიუსერი და მსახიობი რიუიჩი საკამოტო გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი იყო, ვინც პოპულარულ სიმღერებში ელექტრონული მუსიკის გამოყენება დაიწყო. მისი გავლენა ბევრ სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრებში შეინიშნება.
საკამოტოს მიღებული აქვს ოსკარი, ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდო, გრემი და ორი ოქროს გლობუსი კინოფილმებისთვის შექმნილი კომპოზიციებისათვის.
რიუიჩი საკამოტო 28 მარტს გარდაიცვალა. ის მრავალი წლის განმავლობაში კიბოთი იყო დაავადებული.