Lego აშშ-ში ნახშირბადნეიტრალურ ქარხანას ააშენებს

Lego აშშ-ში ნახშირბადნეიტრალურ ქარხანას ააშენებს

access_time2022-06-16 13:40:00

საბავშვო კონსტრუქციების დანიური კომპანია, Lego შეერთებულ შტატებში თავისი სათამაშოების ახალი საწარმოო ქარხნის მშენებლობაში მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ რასმუსენმა განუცხადა.



ქარხნის პროექტი ნახშირბადნეიტრალურია და მისი აშენება ვირჯინიის შტატის ჩესტერფილდის ოლქში იგეგმება. კომპანიისთვის ვირჯინიის ქარხანა მსოფლიოში მეშვიდე, ხოლო ნახშირბადნეიტრალურობისა და მზის ენერგიაზე მუშაობის მხრივ, მეორე საწარმოო იქნება. პირველი ასეთი ქარხნის ვიეტნამში აშენების გეგმა Lego-მ 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში წარადგინა, რაც, ასევე, მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციას საჭიროებს. მისი აშენება 2024 წელს იგეგმება.



კარსტენ რასმუსენის თქმით, 10 წელზე გათვლილი Lego-ს ახალი სტრატეგია საწარმოო ობიექტების საკვანძო ბაზრებთან ახლოს განლაგებას ითვალისწინეს, რაც მომგებიანია, რადგან გლობალური ვაჭრობა მიწოდების ჯაჭვის პანდემიისდროინდელ შეფერხებებს კვლავ განიცდის.



კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალ ქარხანას ენერგია განახლებადი წყაროებიდან, მზის ადგილობრივი სიმძლავრეებით მიეწოდება. Lego-მ პირობა დადო, რომ 2020-იანი წლების ბოლოსთვის სათამაშო პლასტმასის აგურების წარმოებაში ნავთობზე დაფუძნებულ მასალას მთლიანად მდგრადი მასალით ჩაანაცვლებს. აშშ-ის 100 მაღაზიაში კომპანიას ამჟამად, დაახლოებით, 2600 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.




160 000 კვ.მ ფართობის ქარხანა ექსპლუატაციაში 2025 წლის მეორე ნახევარში შევა. მასში 1760-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.



2006 წელს Lego-მ კონექტიკუტში პატარა ქარხანა დახურა, რის შემდეგაც აშშ-ში პროდუქციის მიწოდება კომპანიის მექსიკის ქარხნიდან ხდება.



2021 წელს დანიურმა კომპანიამ სათამაშოების წარმოების საუკეთესო ზრდის ტემპი გამოავლინა და გაყიდვები 27%-ით გაზარდა, რამაც 55,3 მლრდ დანიური კრონი (7,8 მლრდ დოლარი) შეადგინა. კომპანია, ასევე, ევროპისა და ჩინეთის ქარხნებში სიმძლავრეების გაზრდისთვის ინვესტიციებს დებს. მთელ მსოფლიოში Lego წელიწადში, დაახლოებით, 100 მილიარდ სათამაშო პლასტმასის აგურს აწარმოებს, რაზეც 24000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


bpn.ge





თეგები:
Lego



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up