„ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის, კონცერტის ახალი თარიღი უკვე ცნობილია და ის 2021 წლის 29 მაისს თბილისში ისევ მსოფლიო ტურის − Here to Love-ის − ფარგლებში გაიმართება“-ამის შესახებ ინფორმაციას კონცერტის მხარდამჭერი SOLO ავრცელებს.
„თუ ბილეთი უკვე შეძენილი გაქვთ, SOLO-სა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებით ის მოქმედი რჩება და მომავალ წელს კონცერტზე დასასწრებად კვლავ გამოიყენებთ; იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის დაბრუნება გსურთ, ეს 7 მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.
დეტალები შგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
ლენის კრავიცის მსოფლიო ტურის თარიღების შეცვლის მიზეზი დღეს არსებული რეალობაა და პრევენციის მიზნითა და მსმენელის კეთილდღეობისთვის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა.
რაც შეეხება 2021 წლის კონცერტს, ბილეთების გაყიდვა გრძელდება და სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეიძინოთ“-აცხადებენ SOLO-ში.