თურქეთი მხარს უჭერს შუა სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიურ გამოყენებას, რომლის მნიშვნელოვანი რგოლია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ომის ფონზე, ამ დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა.
„ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისთვისაც“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
წყარო: aa.com.tr