ჩინეთში ჩასულები ამიერიდან ნაკლებ დროს გაატარებენ იზოლაციაში, რომელიც თავის დროზე COVID-19-ის პანდემიის დროს დაწესდა.
Associated Press-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ჩასული 7 დღის ნაცვლად იზოლაციაში 5 დღეს გაატარებს. ამის შემდეგ მათ საცხოვრებელ ადგილზე, კიდევ სამი დღე მოუწევთ თვითიზოლაციაში გატარება.
კონკრეტულად როდის შევა აღნიშნული ნორმა ძალაში და გავრცელდება თუ არა ის თანაბრად როგორც უცხოელებზე, ასევე ჩინეთის მოქალაქეებზე, დაკონკრეტებული არ არის.
ჩინეთში საჰაერო გზით ჩასულ სუბიექტს მხოლოდ ერთი ტესტი დაჭირდება ნეგატიური პასუხით, რომელიც ქვეყანაში შესვლამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე იქნება გაკეთებული. ადრე ორი უარყოფითი ტესტი იყო საჭირო.
აღსანიშნავია, რომ COVID-რეგულაციების შემსუბუქება ხდება ჩინეთში შემთხვევების გაზრდის ფონზე. პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ბევრ ქალაქში COVID-ის შეზღუდვები გამკაცრდა.
როგორც ცნობილია, ჩინეთს აქვს Zero-COVID პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, გამოიყენება ისეთი ზომები, როგორიცაა ჩაკეტვა და სავალდებულო კარანტინი მათთვის, ვინც ინფიცირებულ მოქალაქეებთან შეხებაშია.
ჩინეთში პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის დაახლოებით 268,7 ათასი შემთხვევა და გარდაიცვალა 5,2 ათასზე მეტი გარდაიცვალა დაავადების შედეგებით.