„ლივერპული“ ხვიჩაზე უნდა დაფიქრდეს - Liverpool.com

„ლივერპული“ ხვიჩაზე უნდა დაფიქრდეს - Liverpool.com

access_time2022-07-27 15:40:00

მერსესაიდული ლივერპულისადმი მიძღვნილი ვებსაიტი Liverpool.com ცნობილი იტალიელი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან ხვიჩა კვარაცხელია ახალგაზრდა მუჰამედ სალაჰს შეადარა. გთავაზობთ ამ საკმაოდ ვრცელი სტატიის თარგმანს:


მუჰამედ სალაჰის ახალი კონტრაქტის (რომლის ღირებულება კვირაში 350 ათასი ფუნტია) ხანგრძლივობა საკმაოდ ლოგიკურია. ეგვიპტელმა ხელშეკრულება 3 წლით გააფორმა. 2025 წელს ის 33 წლის იქნება და მისი უფასოდ დაკარგვის პერსპექტივა არც ისე ტრაგიკულად მოგვეჩვენება, როგორც ახლა გვეჩვენებოდა.


ალბათ, ეს ოპტიმალური მომენტი იქნება ენფილდის ლეგენდასთან დასამშვიდობებლად და მისი შემცვლელის მოსაყვანად. სალაჰის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობდეს.


ახალი გარემარბი მუჰამედისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს, რადგან იურგენ კლოპს ლივერპულთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და იგი იმ ფილოსოფიას ამკვიდრებს, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც დარჩება.


მაშ, თუ ლივერპულს მსგავსი პროფილის ფეხბურთელი სურს, ვისით უნდა დაინტერესდნენ ისინი?
ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ახლა 21 წლისაა, მაგრამ სალაჰის წასვლისთვის 24 წლის იქნება.
კვარაცხელიამ მიიქცია მილანის, იუვენტუსისა და, რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრების ყოფილი თავკაცის, ფაბიო კაპელოს ყურადღება. მან თქვა, რომ იგი თავისი მოძრაობებით ახალგაზრდა სალაჰს აგონებს.
ვინ არის კვარაცხელია და რას ემყარება კაპელოს შეხედულება?
ერთი შეხედვით, შედარება არაზუსტი ჩანს. კვარაცხელიამ თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი მარცხენა ფრთაზე ითამაშა და არა მარჯვენაზე. მიუხედავად ამისა, Transfermarkt.com-ი მას ორივე ფეხით მოთამაშედ რაცხავს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საჭირო გახდება, საპირისპირო ფლანგზეც ითამაშებს და ეფექტური. კარიერაში მას მარჯვენა ფრთაზე 14 მატჩი აქვს ნათამაშები.
კვარაცხელია ახლახანს შეუერთდა იტალიურ ნაპოლის ბათუმის დინამოდან 9 მილიონ ფუნტად. იგი რუსეთის პრემიერ ლიგაში, ყაზანის რუბინში თამაშობდა, თუმცა კლუბი მარტში დატოვა.
კვარაცხელიამ გასული სეზონის 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ 17 საგოლე კონტრიბუციიდან 10 საქართველოს ჩემპიონატზე მოდის, რომელიც ევროპაში სიძლიერით 47-ე ადგილზეა. მაშასადამე, ხვიჩას შესაძლებლობებისთვის იგი შესაბამისი ტესტი არ გახლდათ.


მეორე მხრივ, კვარაცხელიამ გაიბრწყინა საქართველოს ნაკრებში. ნაკრებში, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 82-ეა. ხვიჩამ საქართველოზე გაცილებით ძლიერი ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშა, გაუტანა რა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შვედეთს, ესპანეთსა და საბერძნეთს. იგი თავისი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესოობას უმიზნებს.



ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კვარაცხელიამ კაპელოს ყურადღება მიიქცია, მისი თამაშის სტილი გახლავთ. ქართველი საფეხბურთო ჟურნალისტის, ლაშა კოკიაშვილის სიტყვებით, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დგას მის წინაშე ან რამდენი მცველი აპირებს მის შეჩერებას. როცა ის ბურთს იღებს, მხოლოდ შეტევაზე ფიქრობს.


ეს აგრესიული დამოკიდებულება ძალიან ეფექტურია, რადგან როგორც ტალანტების სკაუტი იასეკ კულიგი ამბობს, კვარაცხელია ავლენს ელექტრულ სიჩქარესა და ასწრაფებას, ისევე როგორც დიდებულ ტექნიკასა და ბურთის კონტროლს.


ფრაზა ახალგაზრდა სალაჰში კაპელომ ალბათ იგულისხმა ფეხბურთელი, რომელიც 2014/2015 წლების სეზონში, იტალიურ ფიორენტინაში ჩელსიმ გაანათხოვრა. ჩვენ შეგვიძლია მას 22 წლის კვარაცხელიას შედეგები შევადაროთ გასული სეზონის პრემიერ ლიგაში (როცა ის 21 წლის იყო).


სალაჰი უფრო ეფექტური იყო. მას 90 წუთში საშუალოდ 0.6 გოლი გაჰქონდა, რასაც კვარაცხელიას 0.2 გოლი ბევრით ჩამორჩება. ორივე ფეხბურთელი საშუალოდ 2.1-ჯერ ურტყამდა კარისკენ.


დუეტს ასისტებში ერთნაირი მაჩვენებელი აქვს (0.3), თუმცა სალაჰი გაცილებით უფრო მეტ შანსს ქმნიდა (3), ვიდრე კვარაცხელია (1.7).


კაპელოს შეხედულება ყველაზე მეტად დრიბლინგზე უნდა იყოს დამყარებული, რადგან აქ ფეხბურთელები ერთნაირ შედეგებს აფიქსირებდნენ. კვარაცხელია საშუალოდ 6.9 დრიბლინგს ახორციელებდა, რომელთაგან წარმატებული 3.3 იყო. მან თავის ჩემპიონატში წარმატებული დრიბლინგებით მეორე ადგილი დაიკავა. სალაჰს კიდევ უფრო კარგი შედეგი ჰქონდა როგორც დრიბლინგების რაოდენობაში (7.75), ასევე მის წარმატებულობაში (50.48%)
რა თქმა უნდა, სალაჰი მეტად ძლიერ მეტოქეებს უპირისპირდებოდა და სხვაობა იმაზე მეტი უნდა იყოს, ვიდრე რეალურად ჩანს, მაგრამ კაპელოს მოსაზრება ლოგიკისგან შორს მაინც არ დგას.


ნამდვილად დამაინტრიგებელი იქნება კვარაცხელიას განვითარება ნაპოლიში. საინტერესოა, უფრო დაღვინებული გახდება ის, თუ შეინარჩუნებს საკუთარ ფეთქებადობას.
კვარაცხელიამ უკვე მიიპყრო სპურსის ყურადღება. გასულ ზაფხულს ტოტენჰემი ხვიჩას ადამა ტრაორეს ალტერნატივად მიიჩნევდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ფეხბურთელი ლივერპულის რადარზეც იმყოფებოდა. სერია ა-მ შექმნა სალაჰი და თუ კვარაცხელიას შემთხვევაშიც ასე მოხდება, ლივერპული მასზე უნდა დაფიქრდეს.

https://footballnews.ge/sportnews/3510--vs-.html?fbclid=IwAR18H3gRQAfmFHazaVXWXAukx4nKwTzAl48yjoDJsgYYn-zsG4T14BWhKbM




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up