მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მსოფლიოში პირველი თაგვის სინთეზური ემბრიონი შექმნეს. ჟურნალ The Journal Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა თაგვების მოუმწიფებელი ღეროვანი უჯრედები და ორი სხვადასხვა ტიპის ღეროვანი უჯრედები გააერთიანეს ემბრიონის შესაქმნელად.
კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგმა ზერნიკა-გოეციმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შექმნილ ყველა ემბრიონი არ იყო სრულყოფილი, საუკეთესოებიც იყო „განსხვავებული“ თაგვის ბუნებრივი ემბრიონებისგან.
მისივე თქმით, კვლევის მიზანია განვითარების ადრეული ეტაპების უკეთ გააზრება და ცხოველთა დიდი რაოდენობით გამოყენების აუცილებლობის თავიდან აცილება, როგორც საცდელ სუბიექტებს დაავადების მექანიზმების შესასწავლად.
წყარო: trt.net.tr