ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ, სამშაბათს დილის მდგომარეობით, 591 193 058-ს მიაღწია.
მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ის შედეგად 6 437 944 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფიცირების 20 მილიონზე მეტი შემთხვევის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია და სამხრეთ კორეა.
ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა იყო:
აშშ - 93,026,647 და 1,037,461.
ინდოეთი - 44 277 194 და 527 98.
ბრაზილია - 34,178,240 და 681,557.
საფრანგეთი - 34,409,862 და 154,115.
გერმანია - 31 599 085 და 145 838.
დიდი ბრიტანეთი - 23 634 821 და 186 798.
იტალია - 21 509 424 და 174 102.
სამხრეთ კორეა - 21 502 164 და 25 710.
პორტალ Worldometers-ის ინფორმაციით, პლანეტაზე 1 მილიონ ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი სამშაბათს დილის მდგომარეობით 828,4 იყო. არსებული მაჩვენებლების თანახმად, ინდოეთში 1 მილიონ მოსახლეზე 374 ადამიანი იღუპება, ბრაზილიაში - 3160, საფრანგეთში - 2335, გერმანიაში - 1729, დიდ ბრიტანეთში - 2711, იტალიაში - 2889, სამხრეთ კორეაში - 501.