პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა

access_time2022-09-12 17:30:00

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებას პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.


საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა. როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, წინადადების ავტორი არ ითხოვდა ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას.


„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემ ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებასთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ. ბებია ვინ არის? - ბებია არის დედა მაღალ ხარისხში. მოცემული წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილებას, ამიტომ მიუხედავად მისი გულწრფელობისა, ამ საკითხს საკანონმდებლო დონეზე ვერ ამოვიყვანთ. ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, - განაცხადა კახაძემ.


რაც შეეხება დეპუტატების გამოხმაურებას აღნიშნულ საკითხზე, როგორც კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ზაალ მიქელაძემ აღნიშნა, თუ ოდესმე მსგავსი ინიციატივა კიდევ დადგება, მაშინ კონკრეტული თარიღის გამოყენება სწორად არ მიაჩნია.



„ეს თუ დაემთხვევა სამუშაო დღეს, იმ დღეს პატივს ვეღარ მიაგებს ბებიას?! ბებიების დიდი ნაწილი ჩვენ გვყავს სოფელში და აქედან გამომდინარე, უნდა შეირჩეს ისეთი დღე, მაგალითად შაბათი მაინც იყოს, რომ გავიდეს და სოფელში ესტუმროს. თუ ეს დღე იქნება ორშაბათს, ბებია ისევ დარჩება ბებიად სოფელში და აქ ვიღაც ღრეობას გამართავს დახურულ სივრცეში“, - განაცხადა მიქელაძემ.


უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის მოსაზრებით, საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არც მას მიაჩნია.


„ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ. თუკი რამ ცხოვრებაში კარგი მახსოვს, ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილით ძალიან ბევრი ზარი იყო ჩემ ტელეფონზე და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს - არ გვინდა ჩვენ განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხის განხილვა სწორად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ზავრადაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge





თეგები:
ბებიის დღე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up