რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადს 15,5%-ით ამცირებს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 31 აგვისტოდან 1 ტონა ხორბალზე საქსპორტო გადასახადი 4,794,7 რუბლიდან 4,053,8 რუბლამდე შემცირდება.
სამინისტროს ცნობით, ქერის გადასახადი შემცირდება 2,729,3 რუბლამდე 3,092,1 რუბლიდან ტონაზე, სიმინდზე - 3,862,4 რუბლიდან 3,569,9 რუბლამდე.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიტანა მარცვლეულის რეალიზაციის ახლებური მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს მცურავ გადასახადებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე და მათგან მიღებული სახსრების დაბრუნებას სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორების საფუძველზე მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასების საფუძველზე.