2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გაყიდვები მკვეთრად შემცირდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
ამის შესახებ ABC.AZ Forbes-ზე დაყრდნობით იუწყება. რუსეთის წინააღმდეგ საგარეო სანქციების შემოღების შემდეგ ქვეყანაში 100-ზე მეტმა უცხოურმა ბრენდმა შეწყვიტა საქმიანობა. შედეგად, გასაყიდად შემოთავაზებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მოცულობა 30%-ზე მეტით შემცირდა.
24 თებერვალს საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, Inditex-მა, რომელიც წარმოადგენს Zara-ს, Massimo Dutti-ს და სხვა ბრენდებს, ასევე H&M-ს, Uniglo-ს, Adidas-ს და სხვა კომპანიებს, შეწყვიტა მუშაობა ქვეყანაში.