იცვლება რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ რიყე - ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა გადადის ზამთრის სამუშაო განრიგზე. 1 ნოემბრიდან, საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 24:00 საათისა“, აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.