რუსეთში, გამალეის კვლევითი ცენტრის მიერ შემუშავებული ვაქცინა 10-12 აგვისტოსთვის დარეგისტრირდება და რუსეთის მოქალაეებისთვის 15 აგვისტოდან შესაძლოა ხელმისაწვდომი გახდეს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სამთავრობო წყარომ ამცნო.
სააგენტოს ცნობით, შექმნილი პრეპარატი სახელმწიფო ფედერალური ბიუჯეტის ორგანოს „სამკურნალო პროდუქტების ექსპერტიზის სამეცნიერო ცენტრს“ შესამოწმებლად გადაეცა. შესაბამისი დოკუმენტები კი ჯანდაცვის სამინისტროში გაიგზავნება, რის შემოწმებასაც 5-6 დღე დასჭირდება.
ჯანდაცვის მინისტრის მიხაილ მურაშკოს განცხადებით, კლინიკურ ცდებზე დაკვირვებით covid-19-ის ვაქცინამ ეფექტური და უსაფრთხო შედეგები აჩვენა.
რუსეთის მეცნიერების აკადემიის უფროსმა ალექსანდრ სერგეევმა აღნიშნა, რომ უმჯობესია მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 2021 წელზე ადრე არ დაიწყოს, რადგან პრეპარატის სრულყოფილად შემოწმებას ნახევარი წელი მაინც სჭირდება. მისი თქმით, პირველ რიგში, ისეთი რისკ ჯგუფების ვაქცინაციაა მნიშვნელოვანი, როგორიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.
lenta.ru
ანი ცარციძე