საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ჩინურმა მწარმოებელმა Haier-მა რუსეთში სათამაშო ლეპტოპების ბრენდის, Machenike-ის ოფიციალური წარმომადგენლობის რუსეთში გახსნა გადაიფიქრა. Forbes-ს წყარომ მოუყვა, რომ გადაწყვეტილება სავარაუდოდ კომპანიის აშშ-ს საფონდო ბირჟაზე შესვლის გეგმებს უკავშირდება.
Haier-ის შვილობილი კომპანიები უკვე წარმოდგენილია შანხაისა და ჰონგ კონგის საფონდო ბირჟებზე. ამერიკის საფონდო ბირჟაზე კომპანიის ოფიციალური შესვლა კი, რუსეთში წარმოებას შეუძლებელს ხდის.
Haier რუსეთში 2007 წელს შევიდა. 2018 წელს რუსეთში კომპანიის პირველი საცალო მაღაზია გაიხსნა, ერთი წლის შემდეგ კი ქალაქ ნაბერეჟნიე ჩელნიში სარეცხი მანქანების წარმოების Haier-ის ქარხანა. ბრენდი Machenike რუსეთში 2022 წლის აგვისტოში გამოჩნდა. შემდეგ დისტრიბუტორებმა ქვეყანაში ლეპტოპების პირველი პარტიები ჩაიტანეს, წელს კი იგეგმებოდა წამომადგენლობის გახსნა.