ინგლისური ენის ამერიკული ლექსიკონის Merriam-Webster-ის შემქმნელებმა 2021 წლის მთავარ სიტყვად „ვაქცინა“ (vaccine ) დაასახელეს.
სიტყვა ლექსიკონის ვებგვერდზე ყველაზე პოპულარული გახდა. ლექსიკონში წინა წელთან შედარებით ამ სიტყვის ძებნის სიხშირე 601%-ით გაიზარდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი 1048%-ით.
ლექსიკონმა კიდევ 10 სიტყვა შეარჩია, რომელსაც მის ვებგვერდზე ყველაზე ხშირად ეძებდნენ. მათ შორისაა: insurrection (ამბოხი), perseverance (შეუპოვრობა), infrastructure (ინფრასტრუქტურა), guardian (მცველი) და meta (მეტა) და ა.შ.
2020 წელს ლექსიკონმა წლის სიტყვად „პანდემია“ დაასახელა.
Collins English Dictionary-მ 2021 წლის სიტყვად „NFT“ დაასახელა.
imedinews.ge