ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ

ლექსუსის ახალი ფლაგმანი - ყველაფერი 2023 წლის RX-ის შესახებ

access_time2022-10-31 16:55:50

1998 წელს, როცა ლექსუსმა RX 300-ის სახით პრემიუმ სეგმენტის პირველი SUV წარმოადგინა, ევროპაში ამ კლასის ავტომობილებს ჯერ კიდევ არ აღიარებდნენ, ზედმეტად ამერიკულ თემად მიაჩნდათ. დღეს უკვე რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა: SUV-ები ევროპაშიც ძალიან პოპულარულია. ციფრებით რომ ვილაპარაკოთ: ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების დაახლოებით 40 პროცენტი SUV-კლასის მანქანაა. და ცხადია, განსაკუთრებით პოპულარული სწორედ პრემიუმ-ვერსიებია.


25 წლისა და 3.5 მილიონზე მეტი ეგზემპლარის წარმოების შემდეგ, ლექსუსმა სრულიად ახალი, მეხუთე თაობის RX წარმოადგინა, რომელიც უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია.

 

ახალი პლატფორმა

ახალი მოდელის სიგრძე წინამორბედის იდენტურია. ზუსტად ისე, როგორც ახლახან წარმოდგენილი NX და პირველი ელექტრო-SUV Lexus RZ, ახალი RX-იც ახალ, GA-K პლატოფრმაზე აგებული.


სწორედ ლექსუსის ამ ახალი პლატფორმის დამსახურებაა ის, რომ ავტომობილის კორპუსი განსაკუთრებით მტკიცეა, სიმძიმის ცენტრი კი - კიდევ უფრო დაბალი. უფრო ზუსტად: სიმძიმის ცენტრმა 15 მილიმეტრით დაიწია, თვლების ბაზა 6 სანტიმეტრით გაიზარდა და ახლა 2 850 მილიმეტრია. ავტომობილის სიგრძე კი, როგორც გითხარით, უცვლელი დარჩა. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე ის არის, რომ შემცირდა მანქანის წონა - კომპლექტაციის მიხედვით, მაქსიმუმ 90 კილოგრამით. ყველა ეს დეტალი და ელემენტი ახალი Lexus RX-ის დინამიკურობას და კომფორტს მინიმუმ ერთი საფეხურით ამაღლებს.

 

ექსტერიერი

იაპონელთა გლობალური მასშტაბის ბესტსელერი RX-ის ახალი თაობა ვიზუალური თვალსაზრისით ლექსუსის ახალი, ე.წ. Next Chapter-დიზაინის კიდევ უფრო განვითარებული ვარიანტია. რადიატორის მასიური ცხაურა თითქმის სრულიად ინტეგრირებულია ავტომობილის ცხვირის სიგანეში. LED-მაშუქები L-ის ფორმის დღის განათებით უფრო მძაფრადაა წარმოდგენილი. საერთო ჯამში, ახალი RX წინამორბედზე უფრო ათლეტურად გამოიყურება, რაც წაგრძელებული კაპოტის, 1.5 სანტიმეტრით დადაბლებული სახურავის ხაზისა და 6 სანტიმეტრით გაზრდილი, 2.85-მეტრიანი თვლების ბაზის დამსახურებაა. ცნობისათვის, ავტომობილის სიმაღლე 1.71 მეტრია.

ავტომობილის გვერდითა ხაზი, დახრილი სახურავით, ახალ RX-ს კუპეს სტილის ვიზუალს აძლევს. აღსანიშნავია, რომ საბურავების თაღები ახალ მოდელში უფრო პატარა ზომისაა და მათ 21-დუიმიანი დისკები იდეალურად ავსებს. ავტომობილის უკანა ნაწილს კი უფრო ეფექტურს ხდის განათების გამჭოლი ხაზი წარწერით, რომელზეც ბრენდის სახელწოდება დიდი ასოებითაა შესრულებული.

 

ინტერიერი და საბარგული

ახალი Lexus RX-ის კოკპიტზე, ანუ მძღოლის სამუშაო მაგიდაზე მუშაობისას იაპონელთა შთაგონების წყარო ცხენის სადავე (აღვირი) იყო და სახელიც შესაბამისი მოიფიქრეს: Tazuna კოკპიტი. მიზანი ის იყო, რომ მხედარს, ანუ ამ შემთხვევაში მძღოლს ყველაფერი ინტუიტიურად უნდა ჰქონდეს კონტროლის ქვეშ - სხვანაირად რომ ვთქვათ, სადავეები ხელიდან არასდროს უნდა გაექცეს.


ავტომობილის შემთხვევაში ეს გულისხმობს მანქანის მართვისა და 14-დუიმიანი სენსორული ეკრანით გაფორმებული გასართობ-საინფორმაციო სისტემის კომფორტულად კონტროლს. ტესტ-დრაივისას დარწმუნდებით, რომ დასახული მიზანი მიღწეულია - ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი, სამართავი და საკონტროლებელია. კოკპიტი მძღოლზეა ორიენტირებული. მულტიმედიური სისტემები საგრძნობლად უკეთ, უფრო სწრაფად და ეფექტიანად მუშაობს. ლექსუსი განსაკუთრებით ამაყობს იმით, რომ საბაზო ვერსიაშიც კი პირველადაა წარმოდგენილი ვეგანური ტყავი.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ინტერიერის Ambient-განათება. ეს არის ავტომობილში უნიკალური გარემოს შექმნის გარანტია, რომელიც იდეალურად გამოხატავს ომოტენაშის - იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელ სტუმართმოყვარეობას, რაც ლექსუსის დევიზი და სავიზიტო ბარათია. კონკრეტულად, RX-ის სალონის Ambient-განათება გულისხმობს 64 სხვადასხვა ფერის განათებას და ჯამში განათების 14 თემას. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ინტერიერში ამაზე უფრო ინდივიდუალური გარემოს შექმნა რთულად წარმოსადგენია.

თვლების ბაზის გაზრდა ლექსუსის ინჟინრებმა საიმისოდ გამოიყენეს, რომ უკანა სავარძელზე მსხდომთათვის ახლა რეალურად მეტი სივრცე მიეღოთ. ვინც წინა თაობის RX-ში მჯდარა, განსხვავებას მარტივად შეამჩნევს.

საბარგულში დატვირთვის 5 სანტიმეტრით მეტი სივრცე დაგხვდებათ,  საბარგულის ზღურბლმა კი 3 სანტიმეტრით დაბლა დაიწია, რაც ბარგის ჩადებისთვის გაუმჯობესებულ კომფორტს ნიშნავს. ახლებურად ფორმირებული საბარგულის კარი კი საშუალებას მოგცემთ, 1-2 ჩანთით მეტი მოათავსოთ.

მსუბუქი მასალების გამოყენებით, რაშიც პირველ რიგში ფრთებისთვის და კაპოტისთვის ალუმინის გამოყენება იგულისხმება, ახალი Lexus RX-ის წონა 90 კილოგრამით შემცირდა და მანქანა ახლა 2 ტონაზე ნაკლებს იწონის, რაც კლასში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ეს კარგი წინაპირობაა ელექტრიფიცირებული ამძრავებისთვის. და აი, ძრავების საკითხსაც მივადექით.

 

ძრავები

საქართველოში ახალი Lexus RX-ის სამი ძირითადი ვერსია იქნება წარმოდგენილი, აქედან ორი ჰიბრიდი. საწყისი ვარიანტია RX 350h, რომელიც ბენზინის 2.5-ლიტრიან ძრავას და მეოთხე თაობის ჰიბრიდულ სისტემას მოიცავს. მის სავიზიტო ბარათზე 250 ცხენის ძალას ვკითხულობთ. ეს ვერსია ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 7.9 წამში ჩქარდება. საწვავის დაპირებული ხარჯი საშუალოდ 100 კილომეტრზე 6.3-დან 6.6 ლიტრამდე უნდა იყოს.

შემდეგ მოდის მეორე ჰიბრიდული ვერსია 500h, რომელიც, თამამად შეიძლება ითქვას, TOP-ვარიანტია. ეს არის ლექსუსის პირველი ჰიბრიდი ბენზინის ტურბირებული ძრავით! 2.4-ლიტრიან ტურბო-აგრეგატთან ერთად შემუშავებული სისტემის სიმძლავრე 371 ცხენის ძალაა. ეს სიმძლავრე 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფის მეშვეობით ნაწილდება. ამ სისტემით აღჭურვილი RX 100 კმ/სთ-მდე 6.2 წამში ჩქარდება. საშუალო წვა: 8.0 – 8.3 ლიტრი. წინა ელექტროძრავა შიგა წვის ძრავასა და გადაცემათა კოლოფს შორისაა განთავსებული, უკან კი 80-კილოვატიანი ელექტრო-ღერძთან გვაქვს საქმე. ძალის ოპტიმალურ განაწილებაზე, სიტუაციების მიხედვით, მილიწამებში ზრუნავს სრული ამძრაობის ახალი სისტემა, რომელიც ლექსუსმა ახლახან RZ 450e-ში წარმოადგინა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად უფრო სწრაფად რეაგირებს, ვიდრე ნებისმიერი მექანიკური სისტემა. კინაღამ დაგვავიწყდა: მოსახვევების მაქსიმალურად დინამიკურად გავლაზე უკანა ღერძის მოხვევა ზრუნავს - ახალ RX-ში უკანა თვლებიც უხვევენ.

არის კიდევ ერთი, მესამე ვერსია: RX 350 ბენზინის 2.4 ლიატრიანი ტურბო-ძრავით და 8-საფეხურიანი ავტომატიკით. ამ შემთხვევაში სიმძლავრე 279 ცხენის ძალაა. აღნიშნული ვერსია 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 7.6 წამში ახერხებს და მისი საშუალო დაპირებული ხარჯი 100 კილომეტრზე 8.8 ლიტრია.

აღსანიშნავია, რომ ახალი Lexus RX-ის Plug-in-ჰიბრიდული ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც ამ მოდელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ეს არის იდენტური Plug-in-ჰიბრიდი, როგორსაც ახალი NX-იდან იცნობთ - 306 ცხენის ძალით, ელექტროსვლის 65-კილომეტრიანი რესურსით და საწვავის ხარჯის ზღაპრული მონაცემებით: 1.2 ლიტრი 100 კილომეტრზე.

ახალი Lexus RX-ის ყველა ვერსია აღჭურვილია სრული ამძრაობის ელექტრონული სისტემით.

 

დაკიდების სისტემა და სხვა დეტალები

თავიანთი ახალი ფლაგმანი SUV-ის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად იაპონელები ახალ მრავალბერკეტიან უკანა საკიდარს მიიჩნევენ. ასევე ციფრულ უკანა ხედვის სარკეს, რომელიც კამერით ფუნქციონირებს და ავტომატური დაპარკინგების სისტემას, რომელსაც ლუქს-სედან Lexus LS-დან იცნობთ.


წინ მაკფერსონის გაუმჯობესებული საკიდარი აქვს, რომლის ოპტიმირება სვლის კომფორტისა და მოხვევის გასაუმჯობესებლად მოხდა.


საქართველოში განსაკუთრებულ ინტერესს RX 500h გამოიწვევს, რომლის გონივრული ამძრავი, ჰიბრიდული სისტემა ბენზინის ტურბირებული ძრავით და ელექტრიფიცირებული 6-საფეხურიანი ავტომატიკით მართლაც უმნიშვნელოვანესი სიახლეა.


ჩვენს ბაზარზე ახალი Lexus RX-ის გაყიდვები 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება.




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up