ლერი ბარნაბიშვილი - სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოზე ჯამში გათვალისწინებულია  160 მილიონი ლარი

ლერი ბარნაბიშვილი - სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოზე ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი

access_time2021-05-05 17:40:00

სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა ქუთაისში, სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის პირველი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


ლერი ბარნაბიშვილის თქმით, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და მისი საბოლოო მიზანი ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნაა.



„მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაანონსდა და დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“. აღნიშნული პროგრამა უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით, ვინაიდან ამ პროგრამის ფარგლებში ჯამში დაიხარჯება 500 მილიონი ლარი. ასევე უმნიშვნელოვანესია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის, ვინაიდან ეს არ არის ერთჯერადი პროექტი და პროგრამა, არამედ გათვლილია გეგმაზომიერად წლების განმავლობაში და მისი საბოლოო მიზანი არის ეკონომიურად ძლიერი და თანამედროვე ტიპის რეგიონალური ინფრასტრუქტურის შექმნა. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად დღეს იმერეთის რეგიონში ჩატარდა სპეციალურად შექმნილი კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც თორმეტივე მუნიციპალიტეტი წარმოადგენს თავის წინადადებებს, ლოკაციებს, სადაც სურთ მათ კონკრეტული განახლების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. კომისიას დაწყებული აქვს მუშაობა, განხილულ იქნა რამდენიმე პროექტი. მინდა გითხრათ, რომ მოწონებულ იქნა უკვე რამდენიმე ლოკაცია და დღეს თორმეტივე მუნიციპალიტეტის წარმოდგენილ პროექტებზე მიეცემა თანხმობა, შეფასდება და უმოკლეს ვადებში დაიგეგმება მათზე სამუშაოების დაწყება. დასავლეთ საქართველოში ჯამში გათვალისწინებულია 160 მილიონი ლარი. ეს არის პირველი ეტაპი, არ არის საბოლოო და გადაწყვეტილი თანხა, შესაძლებელია თანხის გაზრდა და კორექტირება. ანუ, არ არის შეზღუდვა. პროექტების მიხედვით იქნება გათვალისწინებული მათზე თანხის გამოყოფა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტების შესწავლა და დასრულების შემდეგ ქუთაისის მერი ან გუბერნატორი მოგახსენებთ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up