ლერი სულაბერიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა „ბანკები და ფინანსებს“ გამოეხმაურა

ლერი სულაბერიძის ადვოკატი ირმა ჭკადუა „ბანკები და ფინანსებს“ გამოეხმაურა

access_time2021-10-12 14:55:13

ახლახანს, სოციალური ქსელით, ლერი სულბერიძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, „ბანკები და ფინანსებს“ გამოეხმაურა. გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:


„ბანკები და ფინანსები“-ს მიერ მომზადებული სტატია, სათაურით: „ვის ეკუთვნის წყნეთის სახლი, სადაც იმალებოდნენ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები და უკავშირდება თუ არა, ძებნილთა ხელშეწყობას ლერი სულაბერიძის სახელი“ – არ წარმოადგენს სიმართლეს. ისტორია გამოგონილი, მიზანი კი ლერი სულაბერიძის ოჯახის და მისის საქმიანი რეპუტაციის შელახვაა.


გვსურს პირველ რიგში ჩვენი ოჯახის სახელით სამძიმარი გამოუცხადოთ ნიკა კვარაცხელიას ოჯახს, განვიცდით და შეძრულები ვართ მოხდარი ტრაგედიით . ფაქტია, ამ სტატიის სამიზნე იყო ლერი სულაბერიძე და მისი ოჯახი, გვსურს კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ამ ინფორმაციის მომწოდებელი წყარო, არის დაინტერესებული მხარე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს თავად სტატია და მისი შინაარსი.


თვალში საცემია ერთი დეტალი, კერძოდ, ასეთი მძიმე ტრაგედიის ფონზე დინამო თბილისთან 23 წლიანი სამართლებრივი დავის მიმოხილვა მინიმუმ უხერხულია? შეუძლებელია, ამ სტანდარტითა და მიდგომით, საზოგადოებას მედიამ მიაწოდოს მიუკერძოვებელი და ზუსტი ინფორმაცია.


ლერი სულაბერიძე და მისი იურისტები კატეგორიულად უარვყობთ რაიმე კავშირს წყნეთში დაკავებულ ძებნილებთან და შესაბამისად დაუყონებლივ მოვითხოვთ ამ გამოგონილი ისტორიის უარყოფას რედაქციისგან“, – ნათქვამია ირმა ჭკადუას გამოხმაურებაში.




რედაქციის სახელით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მივესალმებით ყველა იმ გამოხმაურებას, რომელიც თავისი შინაარსით ემსახურება სიცხადის შეტანას ერთი თვის წინ მომხდარი საზარელი დანაშაულის სავარაუდო მონაწილეების შეფარება/დახმარების საქმეში.


მივესალმებით ასევე ადვოკატ ირმა ჭკადუას გამოხმაურებას, განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც იურისტები კატეგორიულად უარყოფენ ლერი სულაბერიძის ან/და მისი ოჯახის რაიმე კავშირს დაკავებულ ძებნილებთან და ამ განცხადების შემდგომ არ გვაქვს საფუძველი, მის შინაარსს არ ვენდოთ.


შესაბამისად, გვინდა ბატონი სულაბერიძის ოჯახის ინტერესების დამცველთა საყურადღებოდ ვთქვათ, რომ არც ზოგადად და არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არ არის ჩვენი მედია-პლატფორმის ინტერესი, ვინმესთვის რაიმე სახის ზიანის მიყენება. ჩვენს მიერ განთავსებული მასალის შინაარსი, მოცემული ვერსია, რომელიც ცხადია, დაფუძნებულია წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, სრულად არის აგებული მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებებზე და მათგან გამომდინარე გონივრულ ვარაუდსა და ანალიზზე. იქ მტკიცებით ფორმაში გამოთქმულ მოსაზრებას (გარდა ფაქტობრივი გარემოებებისა), ბუნებრივია, ვერ ნახავთ.


ისიც ბუნებრივია, რომ აღნიშნული საზარელი დანაშაული და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლე კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების ყურადღების ცენტრში და აქედან გამომდინარე, დარჩება მედიის დაკვირვების სფეროშიც.


კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქალბატონ ირმას გამოხმაურებისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მოცემულ პუბლიკაციას არ ჰქონია მიზნად ვინმეს, მათ შორის, მისი კლიენტის, ბატონი სულაბერიძის და მისი ოჯახის ინტერესების და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.


bfm.ge


თეგები:
ადვოკატი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up