ლევან დავითაშვილი - 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას

ლევან დავითაშვილი - 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას

access_time2021-09-04 17:53:23

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია ბოსტნეული კულტურების წარმოებით და სასათბურე მეურნეობების განვითარებით. წლების განმავლობაში, ეს მიმართულებები ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, ვითარდებოდა - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევზნ დავითაშვილმა, წყალტუბოში „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის გენადი ბალანჩივაძის წარდგენაზე.


მისი თქმით, ფერმერების მხარდაჭერის, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა  და სექტორის სწრაფი და ეფექტიანი განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ამ მიმართულებების სისტემურ განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ბოსტნეულის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების, წარმოების ზონისა და სასათბურე მეურნეობების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო კომპანია ,,იმერეთის აგროზონა" დაფუძნდა.



„ეს არის 150 მლნ ევროს ოდენობით ინვესტიცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობს წარმოების ჯაჭვის ყველა რგოლში თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანას. შეიქმნება როგორც პირველადი წარმოების სათბურები, რომლებიც იქნება როგორც მაღალტექნოლოგიური და საშუალო, ისე დაბალი ტექნოლოგიებისა და ინვესტირების, ასევე მოეწყობა სასწავლო და ტრენინგ ცენტრები, რადგან ცოდნის მიღება ჩვენ ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ,,იმერეთის აგროზონას" ექნება ყველანაირი სერვისის მიწოდების საშუალება, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ 200 ჰექტარს მოემსახურება, რომელიც გამოყოფილია ფარცხანაყანებში, არამედ მთლიანად, წაყალტუბოს მუნციპალიტეტის ფერმერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. აქ აშენდება სამაცივრო, შემნახავი და გადამმუშავებელი მეურნეობები იმგვარად, რომ  წარმოებული თითოეული კილოგრამი პროდუქტი მეტ ღირებულებას შეიძენს და ექსპორტზე გავა არა მხოლოდ ტრადიციულ, არამედ ევროპისა  და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზეც. პროექტი დამუშავებულია ქართულ-ჰოლანდიური ჯგუფის მიერ, დამთავრდა დეტალური შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა და დღეს, უკვე კონკრეტული პირობებით, ვიწყებთ ინვესტორებთან შეთანხმებას. "ვფიქრობ, ეს არის სანიმუშო პროექტი არა მხოლოდ წყალტუბოსთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნისთვის და შეგვიძლია, სხვა რეგიონებშიც განვახორციელოთ. ფერმერების მხარდასაჭერად, ფარცხანაყანების იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებასა და კოპიტნართან მდებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მცხოვრებთათვის, სახელმწიფო დააფინანსებით, შეიქმნება  მერძევეობის თანამედროვე კოოპერატივი და მეცხოველეობის ფერმა 125 ჰა-ზე ფართობზე, სადაც ჩვენ ფერმერებს საშუალება ექნებათ ჰყავდეთ პროდუქტიული ჯიშები, ჰქონდეთ მეტი წარმოება  და შესაბამისად, მიიღონ მეტი შემოსავალი"- განაცხადა ლევნ დავითაშვილმა. 


მისივე თქმით, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები იმერეთში, რომელსაც განსაკუთრებული  ზრუნვა სჭირდება.


იმერეთი, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხეა, გამორჩეულია თავისი ლამაზი ბუნებით და შესაბამისად, ყველაზე მეტი დაცული ტერიტორიები, ბუნების ძეგლები და აღკვეთილები გვაქვს იმერეთში, რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება, ზრუნვა სჭირდება. რომელსაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ მეტი შემოსავალი, მეტი კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენ ოჯახებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში მეტი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან დღემდე, 15 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა დაცული ტერიტორიების აღდგენა - შენარჩუნებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი დავალებით, გვაქვს ამბიციური გეგმა,  მთელი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებში, დამატებით, 3 000 კმ-ის ბილიკების რეაბილიტაცია და ახალი ბილიკების გაყვანა მოვახდინოთ. ამისთვის, ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია თანხები,  უკვე დაწყებულია სამუშაოები,  რომელიც 2022 წელსაც გაგრძელდება და ამისთვის, 20 მლნ ლარს დავხარჯავთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up