2020 წელს დაცულ ტერიტორიებზე 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკები განახლდა

2020 წელს დაცულ ტერიტორიებზე 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკები განახლდა

access_time2021-06-09 11:21:48

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილში ახალი ეკოტურისტული ბილიკი გაიხსნა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები 2020 წელს დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოეწყო 13 კმ სიგრძის ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 19 კმ სიგრძის ბილიკს.



,,ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ნეძვის აღკვეთილში ახალი საინტერესო საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზეა და დააინტერესებს ბევრ ვიზიტორს, ვისაც ეკოტურიზმი და ჩვენი ქვეყნის სილამაზის ხილვა სურს. 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მომავალი სამი წლის განმავლობაში კი, დაცულ ტერიტორიებზე, 1200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტული ბილიკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.



ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მარკირებული, წრიული, პანორამული ბილიკი ერთმანეთთან სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოს და სოფელ ნეძვს აკავშირებს. ბილიკი საშუალო სირთულისაა და მისი დალაშქვრა როგორც ფეხით, ისე ცხენითაა შესაძლებელი. ბილიკის გასწვრივ განთავსდა მანიშნებლები, მოეწყო ფანჩატური, საკემპინგე თავისი საჭირო ინფრასტრუქტურით (სველი წერტილები, საცეცხლური), მთა შუანოსთან კი, 12 ვიზიტორზე გათვლილი ტურისტული კოტეჯი.



,,ნებისმიერ ადამიანს, ვინც მოახერხებს, ამ ულამაზეს ბუნებაში აღმოჩნდეს, აღტაცებაში მოიყვანს ეს საოცარი, ხელშეუხებელი ბუნება და სუფთა ჰაერი. ვფიქრობ, ნეძვის ბილიკს, რომელიც გავხსენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ძალიან კარგი პოტენციალი აქვს როგორც ეკოტურიზმის განვითარებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანნა ჩერნიშოვამ.




კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) აღმასრულებელი დირექტორის, თობიას მიუნხმაიერის განცხადებით, პროექტის, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, მიზანი ტურისტების მოზიდვა და სამუშაო პერსპექტივების შექმნაა; ის, ერთდროულად, ეკოტურისტული და სოციალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა.



ნეძვის ბილიკის მოწყობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის გაუმჯობესება” პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ჯამური ინვესტიციის ოდენობამ 230 000 ლარი შეადგინა.



ახალი ეკოტურისტული ბილიკი, თანმდევი ინფრასტრუქტურით, კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს და მეტ ვიზიტორს მოიზიდავს.



ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 18 ეკოტურისტული ბილიკია, საიდანაც 12 საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილი და მარკირებულია, 6 ბილიკის მოსაწყობი სამუშაოები კი, დასრულების ეტაპზეა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up