ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2021-12-05 14:24:31

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ღვინის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ექსპორტის პოტენციალის და პოპულარიზაციის საკითხი განიხილეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ამერიკული კომპანიის „Silk Road Wines” დამფუძნებელი იანიკ არაკელოვი ესწრებოდნენ.

მათი განმარტებით, ამერიკული კომპანიის „Emerald Vines Media” პრეზიდენტმა, ესმერალდა სტრუიკმა პრეზენტაცია წარადგინა, რომელშიც ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები და მიზნები იყო განხილული.


ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა კომპანიის წარმომადგენლებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის მწარმოებლებთან აქტიური თანამშრომლობით, შეძლო, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი, კონკურენტუნარიანობა და ცნობადობა გაზრდილიყო.

„ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედიატურების ჩატარებას, რათა ქართული ღვინის სექტორის განვითარებას შეუწყოს ხელი. ქართული ღვინის ექსპორტი და მასზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ კომუნიკაციას და თანამშრომლობას ქართული ღვინის ამერიკის ბაზარზე პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up