ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

access_time2022-04-29 15:00:00

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, მიმდინარე და სამომავლო რეფორმები, ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ასევე ყურადღება გამახვილდა აშშ - საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღნიშნული გაერთიანება საქართველოში არსებული უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა და მასში 200 - ზე მეტი კომპანიაა გაწევრიანებული.


ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს მრავალი მიმართულებით. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტი. ჩვენ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი სურვილი, გავაფართოვოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები, გავზარდოთ და განვავითაროთ სავაჭრო და საინვესტიციო კავშირები აშშ - სთან,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ვიცე-პრემიერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკამ დაამტკიცა ინსტიტუციური სიძლიერე, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მდგრადობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფინანსური შოკების მიმართ. მისი თქმით, ბოლო წლებში მთავრობა განაგრძობდა აქტიურ საქმიანობას ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, რამაც ხელი შეუწყო მშპ-ს ზრდას და 2018 – 2021 წლებში მან საშუალოდ 6%-ი შეადგინა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსგავს ეკონომიკებს შორის.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებაა ევროკავშირთან და აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცება. მისი თქმით, 2021 წელს საქართველოსა და აშშ - ის შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 31%-ით და შეადგინა 830,6 მლნ. აშშ დოლარი. ამასთან, ექსპორტი 143%-ით გაიზარდა და 194,7 მლნ. აშშ დოლარი, იმპორტი კი 14%-ით გაიზარდა და 636,0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, აშშ - სთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმება იქნებოდა აშკარა გზავნილი აშშ-ის ეკონომიკური ინტერესების გაზრდის შესახებ ჩვენს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი მხარდაჭერის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის საჭიროებების ჩათვლით. ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია დაინტერესდება საქართველოს ლიბერალური ბიზნეს გარემოთი, აგრეთვე ბიზნესის სტიმულირების პროგრამებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ახორციელებს.


პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ვიცე-პრემიერთან ერთად, შეხვედრაზე მისული ბიზნესმენების შეკითხვებს ასევე უპასუხეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up