ლევან დავითაშვილი - ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის

ლევან დავითაშვილი - ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის

access_time2021-08-26 14:16:53

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენის ღონისძიებაზე წარმატებული შედეგების მიღწევაში ცოდნისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სიმბოლურია, რომ წალენჯიხაში ვიმყოფებით, ბატონი ტარასი კვარაცხელიას, გამორჩეული აკადემიკოსის სახლ-მუზეუმში. ეს არის ადგილი, სადაც ქართული აგრონომიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი დაიბადა. ის იყო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო გამორჩეული აგრონომი. აგრონომიული სკოლა, აგრონომიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტად პროდუქტიულები, მეტად წარმატებულები ვიყოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში. ჩვენ 10 წლიან გეგმებში დეტალურად არის გაწერილი თიოთოეულ რგოლში სახელმწიფო თუ რა ტიპის დახმარებას გეგმავს ფერმერებისთვის, კერძო ინიციატივებისთვის. ვფიქრობ, რომ შესაძლებლობები არის უამრავი; ეს შესაძლებლობები ერთად, კოორდინირებული მუშაობით უნდა გამოვიყენოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით მეტ ეკონომიკას და მეტ კეთილდღეობას, მათ შორის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილმა ქართული ჩაის პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 2014 წელს დაიწყო.

„მეტი ინვესტიციაა ჩასადები იმისთვის, რომ არსებული პლანტაციები გავაკულტუროთ, დავუბრუნოთ მწარმოებულობას და შემდგომში შევქმნათ მეტი დამატებითი ღირებულება ჩაის გადამუშავებით“, - აღნიშნა მინისტრმა.



ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up