ლევან დავითაშვილი - ჩვენ კიდევ გვაქვს ათობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა

ლევან დავითაშვილი - ჩვენ კიდევ გვაქვს ათობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა

access_time2022-01-31 14:40:00

ეს არ არის ჩუქება, ეს არის ვალდებულება, რომელშიც ყოველ წელს, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და აუქციონის პირობების შედეგად დადგინდა, მოიჯარემ უნდა გადაუხადოს სახელმწიფოს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



მინისტრის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ოჯახზე აპელირება და პრივილეგირებულ საუბარი არასწორია, ვინაიდან აუქციონი ჩატარდა ღია წესით, ტრანსფარენტულად, ყველას შეეძლო მასში მონაწილეობა და საუბარია კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით გადაწყვეტილ საიჯარო ხელშეკრულებაზე.



„ნებისმიერი ტყის ობიექტი მითხარით, იმ კრიტერიუმებით, რომელიც ეროვნულ სატყეო სააგენტოს გააჩნია და კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული, თქვენც შეგიძლიათ, ასეთივე სარგებლობით, იჯარით აიღოთ ტყის უბანი, თუ თქვენ მზად ხართ, რომ ის ვალდებულებები იკისროთ, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაში იქნება გათვალისწინებული. ასე, რომ გამოვრიცხეთ ყოველგვარი პრივილეგია. ჩვენ ვართ უწყება, რომელსაც შეუძლია კომპეტენტური პასუხი მოგაწოდოთ და სხვაგან არ ვეძებოთ ამ ინფორმაციაზე პასუხები. ეს არის წელიწადში 5 ათას ლარზე მეტი, რომელიც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და პრივილეგია რომ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ მსურველს, საქართველოს მოქალაქეს, შეუძლია იგივე გააკეთოს, თუ მზად არის, იკისროს ის ვალდებულებები და ო რომელიც მოიჯარისთვის იქნება განსაზღვრული. თანხის რაოდენობას განსაზღვრავს კანონმდებლობა, რომელიც დაფუძნებული იყო სამხარაულის შეფასებაზე. სასოფლო-სამეურნეო მიწები ღირს ხოლმე ჰექტარი 5 ათასი ლარი, რომელიც საკუთრებაში გაქვს და იქ შეიძლება რაღაც ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იჯარის გადასახადზე, რომელსაც ვალდებულებები მოჰყვება. ანუ, ეს უფლებები კი არ არის, ძირითადად არის ვალდებულებები, რომ ვიღაცამ შეასრულოს ტყის მოვლის კუთხით. შეიძლება იკითხოთ, რატომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ასეთი ვალდებულება - ჩვენ დღეს 22 მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს და 100-ზე მეტი განაცხადი გვაქვს ასეთივე საიჯარო ხელშეკრულების, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს აქვს კონკრეტული მიზნები ტყის მოვლა-შენარჩუნების. ეს შეიძლება იყოს მის საცხოვრებელ ან კომერციულ ობიექტთან ახლოს და მის ინტერესში იყოს ტყის კარგად მოვლა. რამდენადაც ჩვენი პასუხისმგებლობაა ქვეყანაში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის მოვლა და სახელმწიფოს ძალიან მცირე რესურსები გააჩნია მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ტყის მოვლის კუთხით რესურსებს ვზრდით, კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, ტყეში ის ხარისხობრივი მდგომარეობა გვქონდეს, რაც გვინდა და რაც განსაზღვრულია მთელს მსოფლიოში. ეს არის ტყითსარგებლობის აბსოლუტურად სწორი, მდგრადი მოდელი, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ, ანუ სწორად მოვუაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.




ვიცე-პრემიერის შეფასებით, ეკოლოგიურ მდგომარეობასთან ერთად, ტყის ერთ-ერთი ფუნქციაა ეკონომიკური ფუნქცია და არა მერქნის მოპოვება მხოლოდ, რაზეც ხდებოდა ზეწოლა წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოში იყო სოციალური ჭრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კოდექსმა განსაზღვრა, რომ 2023 წლიდან სოციალური ჭრა გაუქმდება.



„ძალიან რთული იქნება, რომ ჩვენ ის რესურსები შევქმნათ სატყეო სააგენტოში, რომ სოციალური ჭრა სრულად დავასრულოთ, მაგრამ დიდწილად სოციალური ჭრიდან გამოვდივართ. ტყე მერქნის მოპოვების ძირითადი წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ პირიქით, ეკოტურიზმის და სხვადასხვა ისეთი სერვისების განვითარების, რომელიც ტყის ეკოლოგიასაც შეინარჩუნებს, მაგრამ ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გააჩენს. ამაზეა მთლიანად დაფუძნებული კოდექსის პრინციპები და ამ პრინციპებით, კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ამ იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. ჩვენ კიდევ გვაქვს ათეულობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა და ასეულობით განაცხადი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე გაიჯარდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის შესაძლებელია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საუბარი ან პრემიერ-მინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე, ამას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up