„ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისში, იქ, სადაც  ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი და რეკრეაციული, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით“

„ჩვენი ამოცანაა, რომ თბილისში, იქ, სადაც ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი და რეკრეაციული, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით“

access_time2022-02-21 16:00:00

„ჩვენი შეხედულებით, ერთ-ერთი წყარო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას ხელს უნდა უწყობდეს და შიდა რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას გვაძლევდეს, არის დაჩქარებული პრივატიზების პროცესი. შესაბამისად, გვქონდა რამდენიმე მსხვილ ობიექტზე შეთანხება, რომლებიც უკვე წარმოდგენილია აუქციონებზე და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი, ეს არის თბილისის ცენტრში, ყოფილი, ე.წ. „მიხაილოვის“ საავადმყოფო“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


თბილისში, აღმაშენებლის N 60-ში მდებარე ყოფილ „მიხაილოვის“ სავადმყოფოს უფუნქციოდ დარჩენილ შენობა-ნაგებობებს ელექტრონულ აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ყიდის (აუქციონის ბმული - https://bit.ly/3v239W3). ობიექტი ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობს და გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. აუქციონის საწყისი ფასი 16 მლნ ლარს შეადგენს. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი, მათ შორის მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კაფეები და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რისთვისაც არანაკლებ 30 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. აღსანიშნავია რომ ასევე მოხდება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის აღდგენა და შენარჩუნება.


„მნიშვნელოვანია, რომ პრივატიზების პროცესი იყოს თანხვედრაში ჩვენი განვითარების ხედვასთან და ისეთი ტიპის ინვესტიციები განხორციელდეს, რომელიც არის მჭიდრო კავშირში, მაგალითად, თბილისში ტურიზმის განვითარებასთან და ატრაქციის ახალი ადგილების შექმნასთან. ჩვენს გვსურს, რომ რეალურად, ქალაქმა, რომელმაც უკვე მნიშვნელოვანი განახლების კუთხით იცვალა იერი და რაზეც მერია მუშაობს ძალიან აქტიურად, შევმატოთ ასევე ისეთი ინიციატივები, რომელიც ჩვენს დედაქალაქს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო რუკაზე. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ ისეთ ადგილას, სადაც ტურისტების კონცენტრაცია დიდია, გაჩნდეს როგორც გასართობი, რეკრეაციული ადგილები გაჩნდეს, ასევე კულტურული, სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეები, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, რაც პოპულარული მიმართულებაა ძალიან ბევრ ქვეყანაში“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.



მინისტრის შეფასებით, თბილისი ყოველთვის იყო სახელოვნებო მიზიდულობის ცენტრი, მნიშვნელოვნად იყო შენარჩუნებული მისი კულტურული, სახელოვნებო ტრადიცია და დამატებით ისეთი ატრაქციები, რომლებიც ქვეყანაში საერთაშორისო, ხელოვნების სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ჩამოიყვანს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.


„აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ფუნქციურად, ზუსტად ამ ობიექტს - ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფოს შენობას ჰქონდეს ახალი, თანამედროვე მუზეუმისთვის საჭირო საგამოფენო სივრცის სტატუსი. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დაინტერესებულ ინვესტორთან კომუნიკაცია, რამდენიმე განაცხადი შესულია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში და შესაბამისად, ველოდებით დაინტერესებას აუქციონზე და გამარჯვებულის გამოვლენას“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up